Home ახალი ამბები მსოფლიო 9,6-მილიარდიანი საცობი სუეცის არხში

9,6-მილიარდიანი საცობი სუეცის არხში

128

სუეცის არხში ავარიის შედეგად 400 სიგრძის კონტეინერმზიდი Evergreen-სავაჭრო გზის 151-კმ-ზე (სულ 163 კმ-ია) მეჩეჩზე აღმოჩნდა და არხი გადაიკეტა. 

არხის ნაპირებთან შეგროვდა დაახლოებით 240 გემი, რომელთა უმრავლესობა არხის გახსნას და მოძრაობის განახლებას ელოდება. ნაწილმა კი გადაწყვიტა, აფრიკის შემოვლით განაგრძოს გზა, რის გამოც ცურვის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირით მოიმატებს.

ექსპერტთა გაანგარიშებით, სუეცის არხის გადაკეტვით გამოწვეული ზარალი საათში 400 მლნ-ს, დღეში კი 9,6 მლრდ დოლარს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ არხი შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გაიხსნას. ამ ვითარებაში 4-ჯერ მოიმატა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვის ფასმა. ტანკერების დაფრახტვა კი, რომლებსაც ნავთობი გადააქვთ, დღეში 17 ათას დოლარამდე გაიზარდა.

სუეცის არხში წარმოქმნილმა საცობმა დიდი გავლენა ოქონია ბუნებრივი აირის ბაზარზე, განსაკუთრებით მოიმატა ფასმა თხევად ბუნებრივ აირზე, რომელიც ყატარიდან ევროპაში ხომალდებით გადაჰქონდათ. 5%-ით გაძვირდა Brent-ის მარკის ნავთობი. ექსპერტთა ვარაუდით, სანამ არხი გაიხსნება, ბარელი ნავთობის ფასმა შეიძლება 70 დოლარს მიაღწიოს.

ტვირთების გადამზიდავმა კომპანიებმა უკვე მოძებნეს ალტერნატიული მარშრუტები. ერთ-ერთი ასეთი მარშრუტია ჩინეთიდან _ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებით _ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გავლით ევროპაში. ამის სურვილი უკვე გამოთქვა სატრანსპორტო ჯგუფმა Fესცო-მ.

ria.ru-სა და echo.msr.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here