Home ახალი ამბები მეზვრიშვილი: გუგეშაშვილის მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო

მეზვრიშვილი: გუგეშაშვილის მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აფხაზეთის ომის ვეტერანის, დოდო გუგეშაშვილის თავმდამსხმელი, რომელმაც ის დაჭრა, ხოლო მისი შვილი მოკლა, ოჯახისთვის ნაცნობი იყო.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა.

“ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მკვლელობა მოხდა სახლში. შესაბამისად, პირველადი ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ვინაობის დადგენის და ოპერატიული ღონისძიებების გატარების მიზნით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს საცხოვრებელ ბინაში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა ჭრილობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here