Home ახალი ამბები საქართველო მევლუთ ჩავუშოღლუ – რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, ევროპაში ტვირთების გადაზიდვის...

მევლუთ ჩავუშოღლუ – რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში საქართველო აქტიურად ჩავრთოთ

რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი, მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება და მუშაობის გააქტიურება.

„ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი, მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here