Home ახალი ამბები საქართველო მეუფე იაკობი: არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ...

მეუფე იაკობი: არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაგვიკეთა – ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს

80

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაგვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა, დღესაც რა გაგვიკეთა, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს. ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

„უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, იმას მადლობა ღმერთს, რუმინეთი დაუდგა (და მისცეს კანდიდატის სტატუსი) და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ჩვენ, ჩვენს ღირსეულ ადგილს, რაც გვეკუთვნის მაინც დავიკავებთ. გავაძლიეროთ საქართველო. აქეთ შეგვეხვეწონ. ევროპა ჩვენ ვართ, ჩვენ მოღალატეები არ ვართ და არავის ვღალატობთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here