Home ახალი ამბები მეხრიშვილი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, ამიტომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა

მეხრიშვილი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, ამიტომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა

ტექნიკურ საკითხებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ  ლევან მეხრიშვილმა თქმით,მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, კონსტრუქციებს არ შეხებიან, ამიტომმხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა.

ამის შესახებ მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“განაცხადა.

მისი თქმით, 5 თვის წინ, ყველა პროცედურა დაიცვა და „ყვარელრემშენისგან“ გარანტიაც მიიღო, რომ მეტროსადგური ათი წლის განმავლობაში გამართულად იმუშავებდა. ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მეხრიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა.
მისივე თქმით, ახალი ჭერი ძველ კონსტრუქციაზე გააკრეს და მისი მდგრადობაც ინჟინერ-კონტრუქტორმა გამოცადა, თუმცა მეხრიშვილს არ ახსოვს იმ ინჟინერ-კონსტრუქტორის სახელი და გვარი, რომელმაც ახალი კონსტრუქციის მდგრადობა გამოცადა.

კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პირი, მეხრიშვილი აცხადებს, რომ ახლა ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება.

„ახლა ამაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც შსს და სამხარაულის ექსპერტიზა არის ჩართული. ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება“, – განაცხადა მეხრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here