Home ახალი ამბები მსოფლიო Metro: ბრიტანეთში ბრმა კაცს ბავშვთა პორნოგრაფიის ყურება დააბრალეს

Metro: ბრიტანეთში ბრმა კაცს ბავშვთა პორნოგრაფიის ყურება დააბრალეს

სასამართლო

გაზეთიმეტროიუწყება, რომ დიდ ბრიტანეთში სასამართლო განიხილავს ბრმა კაცის მიმართ აღძრულ საქმეს, რომელსაც ბრალს სდებენ ბავშვთა პორნოგრაფიაში.

გამოცემის თანახმად, 44 წლის ენდრიუ შოუ სასამართლო დარბაზში შევიდა ბრმის გამყოლი ძაღლისა და ცოლის თანხლებით, რომელიც მასავით ბრმაა.

შოუს ადვოკატმა აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე “ძალიან არაჩვეულებრივია”.

“რეალურად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მას არ ძალუძს, გაარჩიოს იმ ადამიანების ასაკი, რომლებიც აღბეჭდილი არიან ინტერნეტის ვიდეორიგში”, _ განმარტა იურისტმა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და საქმე ხელმეორედ განსახილველად შეაჩერა.

ცოტა ხნით ადრე კემბრიჯის სასამართლომ ყოფილი საბჭოთა დისიდენტის, ვლადიმერ ბუკოვსკის, საქმის განხილვა 2018 წლის თებერვლამდე გადადო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბუკოვსკის ბრალდებად წაყენებული აქვს ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here