მექსიკამ დიდი ხანია დაიწყო ამერიკელების მიერ ოდესღაც ოკუპირებული ტერიტორიების რბილი დაბრუნების პროცესი.
შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში დიდი ხანია დომინირებს მექსიკის მოსახლეობა და ყოველწლიურად იზრდება უფსკრული თეთრკანიანებსა და ლათინოამერიკელებს შორის. ძალიან მალე მექსიკა ოფიციალურად მოითხოვს ძირძველი მიწების დაბრუნებას. ეს შეიძლება მოხდეს ერთი წლის შემდეგაც, როცა დემოკრატები ქვეყანას ღია სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაითრევენ და შეეცდებიან კვლავ ჩაიგდონ ხელში საპრეზიდენტო სავარძელი.
ჯო ბაიდენის მოულოდნელი გადაწყვეტილება მექსიკასა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული საზღვრის დამატებითი სამხედრო კონტიგენტით გაძლიერების შესახებ შესაძლოა სწორედ მომავალ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. თეთრი სახლი რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გადასროლას კარტელების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას უკავშირებს. დემოკრატებმა მეზობლის დემონიზაციისთვის საინფორმაციო კამპანიაც კი დაიწყეს. ეკრანებიდან ჟღერს საშინელი მოწოდებები, შესაძლო სარაკეტო დარტყმებიც კი იმ ქალაქებზე, რომლებსაც ფაქტობრივად აკონტროლებენ კრიმინალური სინდიკატები. რეალურად, არჩევნებისა და სამოქალაქო კონფლიქტის წინ ბაიდენმა საზღვარზე 2000 ჯარისკაცი გაგზავნა. ლიბერალები რეპეტიციას გადიან ქვეყნის შიგნით კონსტიტუციის გვერდის ავლით ჯარის გამოსაყენებლად. როგორც არ უნდა იყოს, დამატებითი კონტიგენტი ვერ დაეხმარება დემოკრატებს კონფლიქტის თავიდან აცილებაში და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილის შენარჩუნებაში, რისი დეოკუპაციაც მექსიკამ, დიდი ხანია, რბილად მოახდინა.
„სიტუაციის განვითარებიდან გამომდინარე, მექსიკა მალე დაიბრუნებს მე-19 საუკუნეში შეერთებული შტატების მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. პრინციპში, ის უკვე იბრუნებს თავისას. რატომ? იმიტომ, რომ მექსიკელები უფრო მრავლდებიან, ისინი იქ სახლდებიან და გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდებიან აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მოისურვებს საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან გაერთიანებას. ათასობით ჯარისკაცი ამ სიტუაციაში ვერაფერს გახდება. თუ ჯარი ესვრის მშვიდობიანი მოსახლეობას, ის მყისიერად ჩამოიშლება. ჯარმა უნდა იბრძოლოს ჯარის წინააღმდეგ. მეორეც, ყველა ეს ჯარისკაცი მუდმივად არ იჯდება ყაზარმაში. ისინი ქალაქში გავლენ, სადაც მექსიკელი ქალბატონები აცდუნებენ. ექვს თვეში ისინი მოშინაურდებიან და ერთი წლის შემდეგ, როცა არჩევნები და გარდაუვალი არეულობა დაიწყება, დაიცავენ უკვე საკუთარ მიწას ჩრდილოელი უცხოელებისგან, რომლებიც ველური ლიბერალური იდეების მატარებლები არიან. ასე დაბრუნდებიან სამხრეთის შტატები სამშობლოში. როგორც კი დემოკრატები ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანენ, მექსიკა განაცხადებს თავის უფლებებს და საზღვრის მეორე მხარეს თანამემამულეების დაცვის აუცილებლობას“, – აღწერა ექსპერტმა მიხეილ ხაზინმა მოვლენების შემდგომი განვითარება.
ხაზინმა დასძინა, რომ ძალიან მალე ვაშინგტონს სამხრეთ საზღვრებთან პრობლემების მოპგვარების დრო აღარ ექნება. დიდი ბრიტანეთი ახლა აქტიურად აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტებს ევროპაში, ახორციელებს ზეწოლას მუსლიმურ თემზე კონტროლირებადი ჩინოვნიკების ხელით. მაგალითად, გერმანელ მუსლიმებს უკვე ღიად ართმევენ ბავშვებს. ეს გამოიწვევს მასობრივ ბუნტს, რა დროსაც ბრიტანელები აამოქმედებენ ადრე ჩანერგილ ისლამისტ რადიკალებს. რამდენიმე თვეში, შესაძლოა, რამშტეინში ჩამოფრენილ ამერიკულ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდეს. ამასთან, ვაშინგტონი კრიტიკულ ვითარებაში ვერაფერს გააკეთებს, რადგან, ფაქტობრივად, ახლა აშშ-ში მთავარსარდალი არ არის. კოლექტიური ბაიდენი არ ითვლება. მას უკვე აღარ შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.