MEGOBARI აქტი

    საქართველო და აშშ საბოლოოდ ასცდნენ ერთმანეთს

    თითქმის წელიწადი გავიდა, რაც აშშის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს შესახებ კანონპროექტი წარადგინა. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს და აღნიშნულის განსახორციელებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

    კონგრესმენმა კანონპროექტის სახელწოდება სიმბოლურად შეარჩია და მას „MEGOBARI” უწოდა. ეს აბრევიატურაა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: „Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act” („ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).

    ამ აქტის მიხედვით, ამერიკელები გვთავაზობენ ერთ დათქმას, რომლის შინაარსი ასეთია: „იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა,  შესაძლოა,  საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის საკითხებს შეეხება. ამ .. მეგობარ აქტთან დაკავშირებულ რეალობას სწორად თუ გავიაზრებთ, სინამდვილეში საქმე ულტიმატუმთან გვაქვს. ულტიმატუმი რაც არის, მოგეხსენებათ. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც ახლავს მუქარა: ჩვენს პირობებს თუ არ მიიღებთ, ასე და ასე გიზამთ!

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარს ასეთი შინაარსი ახლავს: საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში ორ სახელმწიფოს შორის დაწესდება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, ომელი საქართველოს აშშში საკუთარი პროდუქციის გატანას გაუადვილებს. ამასთანავე, განსახილველი აქტი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, მეგობარ აქტში ლაპარაკია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აქტი აშშის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს, რომ საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით მომარაგებას გულისხმობს.

    ეს არის ამ აქტის დადებითი (ჩვენთვის მიმზიდველი) მხარე,  თუმცა ძნელი დასანახი არ არის ის უხერხული მომენტი, რომ აქტში ჩაწერილია სიტყვები რუსეთის აგრესია და არა საგარეო აგრესია”. ეს რას ნიშნავს:  სტრატეგიული პარტნორი აშშ ჩვენ დაგვიცავს რუსეთის აგრესიისგან, მაგრამ არ დაგვიცავს თურქეთის, სომხეთის ან უკრაინის აგრესიისგან? ეს რანაირი შემოთავაზებაა ან რანაირი დაცვაა? ამ ტექსტის მიხედვით, დაცვაზე მეტი მნიშვნელობა იმას ენიჭება, რომ ჩვენ გვეუბნებიან: თქვენი მარადიული მტერი რუსეთია და თქვენც რუსეთის მარადიულ მტრად უნდა დარჩეთ. განა აქ არ ჩანს ის ფაქტი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობა ამერიკული გლობალური ომის პარტიისა და ე.წ. დიპ სტეიტის ნამუშევარია?! რა თქმა უნდა, ჩანს. ისიც ჩანს, რომ ეს აქტი საქართველოს მეგობარი აქტი კი არ არის, რუსეთის მტერი აქტია, მაგრამ, მოდით, ამ სიღრმეებს თავი დავანებოთ და, რაც ზედაპირზე ძევს, იმაზე ვისაუბროთ.

    მედლის ერთი მხარე, რომელიც ჩვენთვის მისაღები და მიმზიდველიცაა,  უკვე განვიხილეთ, თუმცა  ვიცით, რომ მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. ამ შემთხვევაში ეს მეორე მხარე იწყება იქ, სადაც ულტიმატუმის ენით ლაპარაკი იწყება. პროექტში ვკითხულობთ: კანონპროექტის აღნიშნული ნაწილი საქართველოაშშის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს, მაგრამ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუკი აშშის მთავრობა დაადასტურებს, რომსაქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, ომელი მინიმუმ გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.  ვინ უნდა დაადგინოს, რომ საქართველოში „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო” შეიქმნა? ცხადია, რომ შემფასებლები,  ქართველები კი არა, თვითონ ამერიკელები იქნებიან. როდის ჩათვლიან ამერიკელები, რომ ასეთი გარემოა შექმნილი და არა სხვაგვარი? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში მათთვის მისაღები ძალა გაიმარჯვებს. ამერიკელებს ასეთი ფორმულა აქვთ: „ქვეყანა, რომელში ჩვენი მომხრე ძალა იმარჯვებს, დემოკრატიულია; ქვეყანა, რომელში ჩვენი მოწინააღმდეგე ძალა იმარჯვებს, დიქტატორულია!MEGOBARI აქტით ამერიკელები გვეუბნებიან, იცხოვრებთ ჩვენი წესებით? კეი! გადაუხვევთ ჩვენი წესებიდან? ასეთ შემთხვევაშიც კეი, მაგრამ ჩვენ სანქციებს დაგიწესებთ და სახელმწიფო გადატრიალებას მოგიწყობთ!

    მეგობრები ულტიმატუმის ენით  არ ლაპარაკობენ. ულტიმატუმის ენით ის ლაპარაკობს, ვინც ძლიერია, ხოლო ელაპარაკებიან მას, ვინც სუსტია, ამიტომ ეს ენა უაღრესად დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და უსიამოვნოა. ამერიკელები ჩვენ  შემთხვევაში ამ ენას ძალიან ხშირად, შეიძლება ითქვას, წარამარა იყენებენ. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის (მიხეილ ყაველაშვილი) არჩევასთან დაკავშირებით სენატორი ჯიმ რიში წერდა: „ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად.  მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, კარგად არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ქართველ ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაწესდა დაგვიანებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,  საქართველოში გაცილებით მეტია გასაკეთებელი. აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და ყოველთვის გაითვალისწინებს მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“.

    მეორე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის რეაქცია ასეთი იყო: „ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, როდესაც ისინი საქართველოს ქუჩებში გამოდიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობა ემსახუროს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

    რა დონის გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ან ერთი, ან მეორე სენატორის ამ სიტყვებში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ნამდვილი პატივისცემა და მხარდაჭერა ამოიკითხოს. ამ სიტყვების უკან ერთი რამ დგას: სახელმწიფო გადატრიალების გზით საკუთარი აგენტურული ქსელის ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობა.

    უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ ამ ვერაგულ დამოკიდებულებას აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია არ იზიარებს. ეს ნათლად ჩანს პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებულ რევოლუციურ ცვლილებებში,  ამიტომ შეუძლებელია,  ნორმალური ფსიქიკისა და ცნობიერების ადამიანმა ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერ განცხადებაში დაინახოს ის, რაც საქართველოში მოქმედი „მეხუთე კოლონის” წევრებმა დაინახეს. ტრამპის განცხადება ასეთი იყო: „სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს –  შტატს, რომელიც მე მიყვარს და დიდი გამარჯვება მოიპოვა 2016, 2020 და 2024 წლებში“.  არანაირი მინიშნება, არანაირი  თუნდაც ირიბი ხსენება „MEGOBARI აქტისა”, მაგრამ მათ იყვირეს, რომ ტრამპის განცხადებაში სწორედ ამ პროექტის გაცოცხლებისა და მიღების წინაპირობა ჩანს. საქართველოს მმართველი პარტია ამ ფაქტს საგანგებოდ გამოეხმაურა: გუშინდელი ნაცური აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდადიპ სტეიტისაგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და მისი ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ჯიმ რიში ან მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომდიპ სტეიტიკვლავ ინარჩუნებს პოზიციებს. საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, ომლის შესახებაც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ“.

    სამწუხაროდ, არ შემიძლია, ბოლომდე დარწმუნებული ვიყო, რომ აშშ საბოლოოდ დაადგა გლობალური ომის პარტიასთან და დიპ სტეიტთან თანმიმდევრული ბრძოლის გზას, რადგან ვიცი, რომ ეს საქმე სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის დროინდელი რუდიმენტები ისე მარტივად ვერ წამოყოფენ თავს, როგორც დასავლური აგენტურის გეგმებშია. ქართველ ხალხზე MEGOBARI აქტითა და სხვა ობმოკიდებული პროექტებით კვლავ თუ განახორციელებენ იერიშს, ამ საქმეს ისევე ვერ მიიყვანენ ბოლომდე, როგორც სახელმწიფო გადატრიალების ვერაგული გეგმა ვერ მიიყვანეს.

    არ ვიცი, ამერიკული სპეცსამსახურები სწორად აღიქვამენ თუ არა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ საგარეო ურთიერთობებისა და ორიენტაციის თვალსაზრისით საზოგადოებაში ვექტორთა გადაადგილება უკვე განხორციელდა. დასავლური პოლიტიკის მხარდამჭერი სეგმენტი ჩვენს საზოგადოებაში თითქმის აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით დასავლეთისმეხუთე კოლონასადა აგენტურულ ქსელს. დღეს საქართველოში დასავლური პოლიტიკა და იდეოლოგია ბანკროტია. დასავლეთი ჩაფლავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა საქართველოშიც ისეთივე მარცხი განიცადა, როგორიც უკრაინაში, ამიტომ ვერანაირი MEGOBARI აქტი ვერ იმუშავებს. ამ პროექტმა რომ იმუშავოს, სულ ცოტა, ორი პირობა მაინც უნდა იყოს დაცული:

    1. საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობა მართლა უნდა არსებობდეს;

    2. MEGOBARI აქტი ულტიმატუმის ენით კი არ უნდა გველაპარაკებოდეს, ნამდვილი მეგობრობის სულისკვეთებით უნდა იყოს გაჟღენთილი.

    ჩვენ ვიცით, ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ ორივე ეს პირობა დარღვეულია: სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), აშშ-მა საქართველოსთან მეგობრობას მისი გამოყენებისა და მასზე ფეხსაცმლის შეწმენდის პოლიტიკა არჩია. საქართველო კი, პირიქით – სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის გზას დაადგა. ამერიკა და საქართველო საბოლოოდ ასცდნენ ერთმანეთს. ტრამპის რეფორმები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო აშშ-თან კვლავაც ყალბი მეგობრობის გზით ივლის, პირიქით – ტრამპის ახლებური მიდგომის ქვაკუთხედი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს აღიარებაა, რა ვითარებაშიც საქართველო ავტომატურად მოექცევა სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here