ამერიკის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს „კრემლის მოხსენება“ წარუდგინა, რომელშიც 210 სახელი და გვარია შეტანილი.
ე.წ. შავ სიაში 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა, მათ შორის არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი.
კონგრესისთვის გადაცემული „კრემლის მოხსენება“ არ შეიცავს იმ პირთა სიას, რომელთა წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
კრემლის სიაში შეყვანილი არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მათ შორის ვოინო, გრომოვი, პესკოვი და სურკოვი. სიაში არიან ასევე მატვიენკო, ვოლოდინი, სეჩინი, მილერი, ნარიშკინი და ბორტნიკოვი.
„კრემლის ანგარიში“ შეავსო 96-მა რუსმა ოლიგარქმა. მათ შორის არიან მეწარმე ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კერიმოვი და „კასპერსკის ლაბორატორიის“ შემქმნელი ევგენი კასპერსკი.