ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი, მინისტრი, თანამდებობიდან სამსახურში დაგვიანების გამო გადადგა. იგი ლორდთა პალატის შეკრებაზე 15 :00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანული მედია ავრცელებს.
ლორდმა ბეტისმა განაცხადა, რომ რცხვენია, იმის გამო, რომ მის ადგილზე არ იმყოფებოდა, როცა ბარონესა ლისტერის კითხვების უნდა ეპასუხა. მან დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს თხოვს, გადააყენოს მინისტრის თანამდებობიდან დაგვიანების გამო.
“5 წლის მანძილზე ჩემთვის პატივი იყო თქვენი კითხვებისთვის მეპასუხა მთავრობის სახელით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ხელისუფლება ყველაზე მაღალ შესაძლო სტანდარტს უნდა აწესებდეს და პატივისცემით უნდა პასუხობდეს ლეგიტიმურ შეკითხვებს საკანონმდებლო ორგანოდან. ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ადგილას არ ვიყავი საჭირო დროს და მივმართავ პრემიერ-მინისტრს გადამაყენოს. ბოდიში ვიხდი” – განაცხადა მან.
ლორდი ბატისის ამ განცხადებას დარბაზში მყოფების შეძახილი მოჰყვა, რომ ის არ უნდა გადადგეს, თუმცა ლორდმა ოთახი დატოვა.
ლორდი ბატისი საერთაშორისო განვითარების მინისტრია და კონსერვატიული პარტიიდან პარლამენტის წევრი იყო.