Home სხვადასხვა Facebook ფრაზები მეჭიაური: ქუცნაშვილი აგრძელებს იმპიჩმენტისთვის ბრძოლას, “ქართული ოცნება” შეელიოს ამ კრიმინალურ ბანდას

მეჭიაური: ქუცნაშვილი აგრძელებს იმპიჩმენტისთვის ბრძოლას, “ქართული ოცნება” შეელიოს ამ კრიმინალურ ბანდას

1738
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური,სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოყვექნებულ პოსტში  მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს უპირისპირდება.

მეჭიაურის თქმით, მაჟორიტარს თიანეთში პოლიტიკური პროცესების არევა და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სურს.

“ზაქარია ქუცნაშვილი აგრძელებს იმპიჩმენტისთვის ბრძოლას, იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც გააყალბებინა არჩევნები. ამის ყველა მტკიცებულება ხელთ მაქვს. გაყალბებაში მონაწილეთა მცირე ნაწილმა მოინანია, უფრო მეტი დუმს, ზოგიც აქეთ იმუქრება. მოვუწოდებ პროკურატურას, აქტიურად გააგრძელოს ამ საქმის გამოძიება, რომელიც მას გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, 
ცესკო-მ მოიცილოს საოლქო კომისიის თაღლითი მესვეურები. “ქართული ოცნება” შეელიოს ამ კრიმინალურ ბანდას”, – წერს მეჭიაური.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით,თამაზ მეჭიაური თიანეთის უნიათო მერია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here