პროკურორ გვანცა გვიმრაძის განცხადებით, თბილისის მთავარმმა პროკურატურამ ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის საქმეზე შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა აწარმოა, რის შედეგად დაგდინდა, რომ პროკურორმა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა.
მათ შორის პროკურორის სტატუსით, პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების ფაქტები, რაც პროკურორო გვიმრაძის განმარტებით, ცალსახად დაუშევებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.
მოკვლევა მთავარმა პროკურატურამ ნინო ბოჭორიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
ნინო ბოჭორიშვილი მილენა მითაიშვილის ოჯახში ძიძად მუშაობდა და ის მითაიშვილს ძალადობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ნინო ბოჭორიშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც პრეტენზიები აქვს ყოფილი პროკურორის მიმართ.პროკურატურას დამოუკიდებლად, მარიამ მინდიაშვილმაც მიმართა, რომელიც ნინოს მსგავსად, პროკურორის ოჯახში ძიძად მუშაობდა.
ბრალდებები პროკურორის მიმართ მის ყოფილ მეუღლესაც აქვს. რივერა ბენდელიანი 2013 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს, მისი მბრალდებელი მილენა მითაიშვილი იყო. ყოფილმა მსჯავრდებულმა და პროკურორმა, ბენდელიანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქორწინეს. ბენდელიანის განცხადებით, ცოლი მას ემუქრებოდა, რომ ციხეში შეაბრუნებდა რადგან ის პროკურორი იყო და ყველაფერი შეეძლო, რასაც მოისურვებდა.