Home ახალი ამბები საქართველო მარილის მოყრის ან იოდის წასმის მტკივნეული პროცედურა დარჩა

მარილის მოყრის ან იოდის წასმის მტკივნეული პროცედურა დარჩა

როდესაც აშშ-ის ელჩი ქურდულ გარჩევებს იწყებს, ანუ ვინ გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში?

საქართველოში ორჯერ განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება. 1991-92 წლებში იარაღის ძალით დაამხეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, ხოლო 2003 წელს .. ფერადი რევოლუციის გამოყენებით დაამხეს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება.

პირველი სახელმწიფო გადატრიალება  სამშობლოდან განდევნილმა ზვიად გამსახურდიამ ასე შეაფასა: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა აშშის პრეზიდენტ ბუშის ლოცვაკურთხევით და სახელმწიფო მდივან ბეიკერის უშუალო მონაწილეობით.” მეორე გადატრიალება  დღემდე არ შეუფასებიათ, ვინაიდან შევარდნაძე ისე ჩავიდა საფლავში, რომ ამერიკელების საწინააღმდეგო რამ საჯაროდ არასოდეს წამოსცდენია (ისე, მასზე უკეთესად ვინ იცოდა, სად, რომელ სახელმწიფოსა და  ქვეყანაში იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალებები, ,,ფერადი რევოლუციები’’, შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობები, ტერორი და სხვა ათასი უბედურება).

რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯონ ბოლტონმა სენსაციური აღიარება გააკეთა იმაზე,  როგორ იგეგმებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში განსახორციელებელი ე.წ. ფერადი რევოლუციები აშშ-ში. ამ აღიარებას უდიდესი რეაქცია მოჰყვა  მსოფლიოში. სახელმწიფო გადატრიალებები  არის იარაღი, რომელსაც აშშ იყენებს ათეული წლების განმავლობაში”, – წერს ჩინური გაზეთი Global Times-ი. სტატიაში ნათქვამია: აშშ იმკის მწარე ნაყოფს .. დემოკრატიისა, რომელსაც თეთრი სახლი საზღვარგარეთ ავრცელებდა.” სტატიაში აშშ-ის პოლიტიკური ელიტის პოზიცია შეფასებულია, როგორც ეგოისტური; ჯონ ბოლტონის გამონათქვამები კი – როგორც  უსირცხვილო. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ამბობს, რომ ბოლტონის ეს გამონათქვამები  აღიარებაა გაეროს წესდების უხეში დარღვევისა, რასაც მსოფლიო არ უნდა შეურიგდეს. ბოლტონის სიტყვები საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისო გამოძიებას. ამგვარი მკვეთრი რეაქციების მიუხედავად, ბოლტონს უკან არ დაუხევია. მისი პოზიცია ასეთია: ბევრს არ ესმის, თუ რა უნდა გაკეთდეს აშშის დასაცავად”. ბოლტონის აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე სხვა სახელმწიფოები”. გამოდის, რომ აშშ-ში დღემდე მაკიაველის არცთუ დემოკრატიული პრინციპით ხელმძღანელობენ, რომლის მიხედვით მიზანი ამართლებს საშუალებას”. ესაა აშშ-ის არა დაფარული, არამედ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია. ამის შემდეგ არა მგონია, რომ საჭირო იყოს შეკითხვის დასმა – ვინ გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში? ვფიქრობ, რომ ამ მთავარ შეკითხვაზე პასუხი, ახლა კი არა, დიდი ხნის წინათ არის გაცემული, თუმცა შეკითხვები მაინც რჩება: რატომ მაინცდამაინც ახლა, ან რა არ მოსწონთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში?

დავიწყოთ  სხვა მიდგომით – იქნებ, საერთოდ არ იგეგმება არავითარი სახელმწიფო გადატრიალება? ნათელია, რომ ამ შეკითხვაზე პირდაპირ არავინ გვიპასუხებს და არ გვეტყვის,  საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავთო, მაგრამ გამონათქვამებს, მოქმედებებს, განწყობებს, პოზიციებს თუ დავაკვირდებით, მოვლენათა ლოგიკას თუ გავყვებით, იგი თვითონ მიგვიყვანს უტყუარ დასკვნამდე, რომ სადღაც ვიღაც, უკვე კარგა ხანია, ფიქრობს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე. შეგახსენებთ მოვლენათა განვითარების რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც თავისთავად მოღაღადე ფაქტებია იმისა, რომ საქართველოს ჩიხში შეყვანას ცდილობენ:

1. სააკაშვილის შემოგზანა საქართველოში იმ დროს, როდესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ანტირუსული პროვოკაცია იგეგმებოდა (ახლა უკვე რუსეთის ხელშია ყველა დოკუმენტი, რომ დასავლეთი უბინძურეს ანტირუსულ პროვოკაციას გეგმავდა);

2. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დემონსტრაციული უარის თქმა კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსზე;

3. კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსზე ევროკავშირის მიერ უარის თქმის მოტივით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი აქციების აგორების მცდელობა, მთავრობის გადადგომისა და .. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნა;

4. რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად საქართველოში ოპოზიციის მიერ დაწყებული კამპანია;

5. ამ პროცესებში საქართველოში მოქმედი საელჩოებისა და ელჩების პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა.

მოვლენათა ამ ჩამონათვალში კარგად ჩანს, რომ საქართველოს შიგნით არსებული დასავლეთის ”მეხუთე კოლონა” გარე ძალებთან შეთანხმებულად მოქმედებს. რატომ არ მოგვცა ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუკი ეს სტატუსი ომში, ფაშიზმში, კორუფციასა და ათას სხვა უბედურებაში აღმოჩენილ უკრაინას უბოძა და არც ჩვენზე უარეს მდგომარეობაში მყოფ მოლდოვასთვის არ დაინანა? რას კარგავდა ან რა პასუხისმგებლობას იღებდა ევროკავშირი ჩვენთვის ამ ერთი სიტყვის (კანდიდატი) გადმოგდებით? ეს ევროკავშირს აბსოლუტურად არანაირ ვალდებულებას არ უჩენდა. მაშ, რატომ არ გაიმეტეს ჩვენთვის ეს არაფრისმთქმელი, არაფრისმომცემი და წყალწყალა სატყუარა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ამ ფაქტით (ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნით) მათ საქართველოში რევოლუციური სიტუაციის შექმნა სცადეს, რაც, რა თქმა უნდა, მაშინვე აიტაცეს დასავლეთის აქ მოქმედმა დივერსიულმა ჯგუფებმა და  იერიში საქართველოს ხელისუფლებაზე მიიტანეს, რომელმაც, მათი თქმით, საქართველოს, თურმე, ევროკავშირის კანდიდატობა დააკარგვინა. ხედავთ, რა კარგად გათამაშებული პროვოკაციაა?! ამას დაემატა ამერიკისა და ევროპის საელჩოების დივერსიული საქმიანობა, რომელმაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. შეხედეთ, რა გველურ განცხადებას აკეთებდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე ხელისუფლების უარყოფითი გადაწყვეტილების გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ საქართველო ამ სანქციებს არ შეუერთდებოდა, რადგან ეს, რუსეთს კი არა, ჩვენს ქვეყანას დააზარალებდა. აშშ-ის ელჩის კომენტარი კი ასეთი იყო: დღეს, ამ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ხოცავს ათასობით უკრაინის მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. სანქციების მიზანიაშეცვალოს რუსეთის მოქმედება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ არ თხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები. რასაც მოველით ყველა ქვეყნისგან, არის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ წასასვლელად საერთაშორისო სანქციებისთვის კოორდინირება.

როგორ მოგწონთ? – ორმხრივი სანქციების დაწესებას არ გთხოვთ, მაქრამ სანქციების საკითხში კოორდინირება აუცილებელიაო, – გვეუბნება პატივცემული ელჩი. საქართველო თუ გაჯიუტდება და არ მოიქცევა ისე, როგორც ქალბატონი დეგნანი გვასწავლის, ასეთი შემთხვევისთვისაც ელჩს პასუხი მზად აქვს: თუ არ შეუერთდება ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს, ამის შედეგები დადგება!” მეტი რა უნდა ეთქვა ან როგორ უნდა ეთქვა, – არ შეუერთდებით და თქვენი აჯობებსო. ეს ხომ პირდაპირი მუქარაა, მიუკიბავმოუკიბავი და შეულამაზებელი.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის დასავლეთისთვის მისაღები, რადგან, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მან უარი თქვა დასავლურ სანქციებთან შეერთებაზეც და რუსეთთან ომში ჩართვაზეც. აი, სად არის კოლექტიური დასავლეთისთვის ამ ხელისუფლების მიუღებლობის ამოსავალი და საფუძველთა საფუძველი. დასავლეთს ის ხელისუფლება და ის ლიდერი სჭირდება, რომელი რუსეთს სააკაშვილივით და ზელენსკივით ომს გამოუცხადებს და საკუთარ ხალხს რუსული არმიის პირისპირ დატოვებს. ამასთანავე, დასავლეთს ის ხალხიც სჭირდება, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას რუსეთთან საომრად წააქეზებს და მისგან რადიკალური მოქმედებების გატარებას მოითხოვს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთისთვის მისაღები რომ არ არის, ეს აშშ-ის ელჩმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილის კომენტირების დროსაც დაადასტურა. მან თქვა: ”ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე”. ხომ სრულიად ნათელია ელჩის აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება დეპუტატ ყაველაშვილისა და მისი წერილის მიმართ? ეს არავითარ ეჭვს არ იწვევს. იმავე კომენტარში ელჩი ასე მსჯელობს: ”ეს (ყაველაშვილის წერილი – ვ.კ.) მართლაც უცნაურია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივს”. მეტი რა თქვას, როგორც დეპუტატ ყაველაშვილს ვერ ვიტან, ისევე ვერ ვიტან მთელ ”ქართულ ოცნებას”, რადგან ერთი და იმავე ნარატივით მოქმედებენო.ნათელია, რომ დასავლეთმა საბოლოოდ შეიძულაქართული ოცნება”, ვინაიდან იგი არც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებას აპირებს და არც რუსეთთანმის დაწყებას, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ეს საქართველოს დაღუპავს. დასავლეთს კი საქართველოს დაღუპვაარდაღუპვის საკითხი ისევე არ აინტერესებს, როგორც არ აინტერესებს უკრაინის დაღუპვისა თუ არდაღუპვის საკითხი. მათ რუსეთთან ომში ჩართული საქართველო სჭირდებათ, მათ რუსეთის წინააღმდეგ ახალი და ახალი პროვოკაციები სჭირდებათ.

, რა ჰაერივითაა ახლა მათთვის საჭირო მიხეილ სააკაშვილი. აი, რისთვის ჩამოათრიეს იგი საქართველოში კონტეინერივით. მას გასაქანი რომ ჰქონდეს, ცხინვალში კი არა, თვით მოსკოვში შეიჭრებოდა თავისი მარშლებითა და გენერლებით  – გიგა მაქარაშვილით, დიღმელაშვილით (ბოდიშს ვიხდი, სახელს ვერ ვიხსენებ, დაზუსტებად კი არ ღირს), მიშა მშვილდაძით, თაკო ჩარკვიანით, სალომე სამადაშვილით, ეკა ხერხეულიძ, გუბაზ სანიკიძით, დათო აქუბარდიათი და მისი ცოლით შეიჭრებოდა და, რუსეთს თუ ვერ ადენდა ბდღვირს, საქართველოს ხომ გამოუყვანდა წირვას, ეს უკვე მერამდენედ. ეს უნდა ჩვენსსტრატეგიულ პარტნიორსდა მის ელჩს, რა არის აქ გაუგებარი?!

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, პირდაპირ აცხადებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მას დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი და უთხრა: ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა თავისუფლებ აღკვეთა”. როგორ მოგწონთ დემოკრატიის მსოფლიო მესაჭის – აშშ-ის ელჩის ”დაინტერესება” მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენით?! ესენი გაუთავებლად ჩაგვჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ გადაიკვეთა თუ არა მათი ინტერესი კონკრეტულ საქმესთან, მოსამართლეს დაკითხვა მოუწყვეს, თანაც თავიანთ სახელმწიფოში კი არა, სხვა სახელმწიფოში.

აი, რას გვასწავლის ამერიკული ”დემოკრატია”. რატომ დაინტერესდნენ ასე ძალიან ამ გვარამიათი? იმიტომ, რომ, ფრანკლინ რუზველტის ცნობილი ნათქვამის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, რომელიც ნიკარაგუ დიქტატორ სომოსას ეხებოდა, გვარამია მათი (დასავლეთის) ძაღლისშვილია. გვარამიასავით რუსოფობიურად სხვას ვერავის ააყეფებენ, ამიტომ ემცხეთათ მისი ციხეში გამოკეტვა, თანაც იმ დონეზე, რომ ელჩმა მოსამართლესთან ქურდული გარჩევები დაიწყო.

ამ საკითხს ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ნიკა გვარამია, რომელიც იმით კი არ არის აღშფოთებული, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში ამერიკის ელჩი დაუბანელ ხელებს აფათურებს, არამედ იმით, რომ ეს ყველაფერი თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დისკრედიტაციას იწვევს: ”სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციისა და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.”

რა ანტიდასავლურ კამპანიაზე საუბრობ, შე მართლა ღმერთგამწყრალო და სულწაწყმედილო გვარამიავ, ხელისუფლება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ომში ჩათრევისგან თუ იცავს, ესაა ანტიდასავლური კამპანია?! ან იმ დასავლეთს რა ვუთხრა, უკრაინაში ზელენსკისა და არახამიას გარდა დასაყრდენს რომ ვერ პოულობს და საქართველოში სააკაშვილისა და შენ იმედად რომ არის დარჩენილი! ნელ-ნელა ”გასკვანჩავენ” ახლა შენი და ნამუსისგან გარეცხილი იმ შენი ჟურნალისტების ცრუინფორმატორებს ამ ვიღაც გოგაშვილის მეთაურობით და ამოვა ზედაპირზე ყველა თქვენი ბოროტმოქმედება და სიცრუე; მოეფინება ქვეყანას სიბილწე თქვენი ხორცისა და სიმყრალე თქვენი სულისა. ვერანაირი ელჩი ვეღარ გიშველით. უკვე გაიშიფრა ისიც თქვენსავით და მოუწევს დატოვება ჩვენი ქვეყნისა. გრამ სანამ ასე მოხდება, ბევრს იბრძოლებთ კიდევ, კვლავაც შეეცდებით, რომ ჩვენი საცოდავი სამშობლო ომის ქარცეცხლში გადაჩეხოთ; შეეცდებით, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოთ, შეეცდებით, რომ ქართველთა სისხლით კიდევ ერთხელ გაძღეთ, როგორც გვპირდებოდი ტელეეკრანიდან: ”თქვენს სისხლს დავლევ! თქვენს სისხლს დავლევ!” თან საზიზღარი გრიმასებით შეექცეოდი სისხლისფერ სითხეს, რა ვიცით, იქნებ მართლაც სისხლი იყო… გაგვიკვირდება შენგან თუ რა?!

აი, ეს ხართ თქვენ, დასავლეთის უბინძურესი ძალების წარმომადგენლები საქართველოში, რომლებსაც არსებობის ბოლო ჟამი გიდგათ და გამწარებით იქნევთ კუდს. ამაოდ. თქვენი და თქვენი პატრონების ეპოქა მთავრდება. ჯოზეფ ბაიდენიც ისევე დაასრულებს, როგორც ბორის ჯონსონმა და მარიო დრაგიმ დაასრულეს. ხალხი დასავლეთშიც ისევე იღვიძებს, როგორც საქართველოში. ევროპაშიც და ამერიკაშიც უკვე აცნობიერებენ, რომ რუსეთის სიძულვილი საკუთარი ხალხის სიძულვილს ნიშნავს; რომ კონფრონტაციისა და ომის გზამ დასავლეთი იმ ჩიხში მოაქცია, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელია; რომ სააკაშვილი, ზელენსკი და მათი მსგავსი წარმონაქმნი პოლიტიკაში ის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიკვეთოს და მოიწვას. ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს უკრაინაში. ამ პროცესის გააქტიურებას ცდილობენ საქართველოშიც, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავანებოთ, რადგან ავთვისებიანი სიმსივნე სააკაშვილისა და გვარამიას სახით უკვე მოვიკვეთეთ, ახლა მხოლოდ მარილის მოყრა ან იოდის წასმაა საჭირო. რას ვიზამთ, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here