Home ახალი ამბები მამუკა მდინარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს

მამუკა მდინარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს

2322
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, მარგველაშვილის მხრიდან სააკაშვილის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერასა და მთელი თვის განმავლობაში მისი უდანაშაულობის მტკიცებას ვერანაირი პრესკონფერენცია და აქცენტების სხვა თემებზე გადატანა ვერ გაამართლებს.

მარგველაშვილი ცდილობს, აქცენტები სხვა საკითხებზე გადაიტანოს. 80-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაშია მიცემული, ვინც სისტემის ნაწილი იყო და დანაშაული აქვს ჩადენილი. გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული ცხრა პირია.

მარგველაშვილი როგორც იქნა მიხვდა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები საჭიროა და ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარეობს, თუმცა მას ავიწყდება, რომ მის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილი ასევე არის სისტემის ნაწილი და შემოქმედი. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ამას მხარს უჭერს და სააკაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს.

დღევანდელი განცხადება წმინდა წყლის სპეკულაცია იყო და ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ აქცენტი სხვა თემებზე გადაიტანოს და ამით სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა „გააპრავოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა,სადაც განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია პრეზიდენტის შავი პიარით დაიწყო.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here