Home ახალი ამბები მსოფლიო მაია სანდუ: დნესტრისპირეთში ზავის შესახებ დოკუმენტი რუსეთის ზეწოლით გაფორმდა

მაია სანდუ: დნესტრისპირეთში ზავის შესახებ დოკუმენტი რუსეთის ზეწოლით გაფორმდა

70

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, 30 წლის წინ დნესტრისპირეთში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების შესახებ შეთანხმებას ხელი რუსი სამხედროების ზეწოლით მოეწერა.

ამის შესახებ მან TVR-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ხელშეკრულებას ხელი მე-14 არმიის საფრთხის ქვეშ მოეწერა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მშვიდობიანი დანიშნულება, პირიქით. შემდგომ პერიოდში აღმოვჩნდით ისეთი ვითარებაში, რომელიც განვითარებას აფერხებდა, დნესტრისპირეთის პრობლემა არ მოგვარებულა. ცხადია, დნესტრისპირეთში რუსეთის ყოფნა და მათ მიერ ტირასპოლის რეჟიმის მხარდაჭერა რომ არ იყოს, ეს კონფლიქტი უკვე მოგვარებული იქნებოდა“, – განაცხადა სანდუმ.

http://kvira.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here