Home რუბრიკები საზოგადოება Made in ჯეჯელავა ანუ როგორ წაგვართვა სტალინმა და კომუნისტურმა რეჟიმმა პაულო...

Made in ჯეჯელავა ანუ როგორ წაგვართვა სტალინმა და კომუნისტურმა რეჟიმმა პაულო კოელიე

დიმიტრი ბიძინაშვილი

საქართველოს განათლების სისტემის ნგრევა 2003 წლიდან, ქვეყნის ხელისუფლების სათავეშინაციონალური მოძრაობისმოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ბოლო 15 წლის განმავლობაში განათლების სისტემას ნორმალური მინისტრი არ ჰყოლია. შეგახსენებთ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: ალექსანდრე ლომაია (2004-2007), რომელმაც დაფაზე სიტყვა “ბავშვი” სწორად ვერ დაწერა; არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ყოფილი ხელმძღვანელი გია ნოდია (2008 წ.), რომელსაც ეკუთვნის ფრაზები: “ნოდარ დუმბაძე იყო კრიმინალური გაგების”; “დათა თუთაშხიაძალიან სუსტი რომანია”; “კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის”. ნიკა გვარამია (2009 წ.) _ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის “გამპრავებელი”, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ფილმ “ნოემბრიდან ნოემბრამდე”-ს შემქმნელი, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი”; დიმიტრი შაშკინი (2009-2012), პირწავარდნილი ნაციონალი, რომელიც 2013 წელს წინასწარმეტყველებდა, “ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება გარდუვალია”-ო; ხატია დეკანოიძე (2012), მიხეილ სააკაშვილის ძმის ყოფილი ცოლი, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი უფროსი; “ქსლის მბეჭველი” და პლასტილინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (2012-2013); “თოჯინა” თამარ სანიკიძე (2013-2016) სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომელი, “ტრანსფორმაციული ტრენერი” (ასე წერია “გუგლით” მოძიებულ ბიოგრაფიაში) ალექსანდრე ჯეჯელავა (2016 წლიდან დღემდე), რომელმაც მინისტრობა ქართულ ზღაპრებთან და ლექსებთან ბრძოლით დაიწყო. აი ჯეჯელავას “ფრთიანი ფრაზები”: კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა”; “თამადაც ვიყავი და იქაც არ გამომადგა ლექსები და საზეპიროები”; “კომბლე ცუდი მეცხვარეა, სუპერმენი და სპაიდერმენი მასწავლებლები არიან”; “როცა ვკითხულობდი _ ჭირი იქა, ლხინი აქა, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება იქაც ლხინი იყოს და აქაცმეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს, მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე _ ფქვილი?”. “იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? არსებობსგუგლი”, რომლის მეშვეობითაც ადამიანს თავის გამოტენვა აღარ დასჭირდება”.

ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში და მაინც გადახტა, გადახტა და ჩავარდა. ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვია თავისი უნიჭობით”, _ აი ეს არის განათლების ამჟამინდელი მინისტრის თვალსაზრისი ქართულ ზღაპრებსა და ლექსებზე.

სწორედ ზემოჩამოთვლილი ადამიანების მიერ “რეფორმირებული” განათლების სისტემის ნაყოფია ის, რაც 16 მარტს ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში მოხდა. გადაცემა “პრიორიტეტებში” გორში სტალინის ძეგლის კუთვნილ ადგილზე დაბრუნების საკითხზე სასაუბროდ მიწვეული ჰყავდათ საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი. მას ოპონენტად დაუსვეს მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” თავმჯდომარე დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელმაც ისტორიის ისეთი ცოდნა გამოამჟღავნა, რომ განათლების მინისტრ ჯეჯელავასაც კი შეშურდებოდა (გადაცემის მსვლელობისას დიმიტრი ბიძინაშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა გრიგოლ ონიანს ლაპარაკი, ამის გამო აღშფოთებულმა ბატონმა გრიგოლმა ბიძინაშვილს უვიცი უწოდა და სტუდია დატოვა):

სტალინი იყო სწორედ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები საქართველოს მიწაწყალი აჩუქა სხვა ქვეყანას და ამ ადამიანის ძეგლის დადგმა გვინდა დღეს და ამ ადამიანზე ვსაუბრობთ? გერმანიაში ჰიტლერის სახელის ხსენებაც სირცხვილია და ეს რითი იყო ჰიტლერზე ნაკლები? იმაზე მეტი ადამიანი დახვრიტა, ვიდრე ჰიტლერმა დახვრიტაქართველი ინტელიგენცია დაგვიხვრიტა, 23 მილიონი კაცი დახვრიტა

კომუნისტურმა რეჟიმმა წაგვართვაჯავახიშვილი წაგვართვა, ტიციან ტაბიძე წაგვართვა, პაულო კოელიე წაგვართვა”…

კადრებში ჩანს, როგორ წაიკითხა დიმიტრი ბიძინაშვილმა ზემომოყვანილი ტექსტის ბოლო ფრაზა, უფრო ზუსტად, გვარები _ ეტყობა, ჯეჯელავას რჩევა გაითვალისწინა _ “დაგუგლა”, მერე “ამოპრინტა”, მაგრამ სატელევიზიო ეთერში სწორად ვეღარ წარმოთქვა.

ამ შემთხვევაში კარგად გამოჩნდა დასავლეთის მიერ აგორებულ ანტისტალინურ პროპაგანდას აყოლილი ქართველი ანტისტალინელების (ძირითადად, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების) განათლების დონე და კვალიფიკაცია (ჯეჯელავას ჭიანჭველას მსგავსად), რომლებსაც არათუ ისტორია აქვთ შესწავლილი, არამედ არაფერი იციან სსრკ-ზე, სტალინის მოღვაწეობაზე, მაგრამ დასავლეთის შეკვეთით, ცდილობენ, დააკნინონ სტალინის როლი და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ისტორიაში. არ იციან, რომ სწორედ სტალინმა იხსნა კაცობრიობა, ჰიტლერის ფაშისტური ურდოებისგან, იმ ჰიტლერისგან, რომელიც დღეს ე.წ. დემოკრატიულ დასავლეთში ნელ-ნელა იბრუნებს პოპულარობას: ფიურერისმაინ კამპფიშარშან კიდევ ერთხელ გამოიცა გერმანიაში და ბესტსელერად იქცა, ახლახან კი ადოლფ ჰიტლერისა და მისი თანამზრახველების ფოტოები ბრიტანეთში მოწყობილ აუქციონზე 41 ათას დოლარად (?!) გაიყიდა; არ იციან, რომ სტალინის მითითებით ჩამოიყვანეს საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილი _ “ქართული საგანძურის” მცველი და, სტალინისვე მითითებით, საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ეს საგანძური საქართველოს დაუბრუნა. არ იციან, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანელებმა სსრკ-ში 15,7 მლნ მშვიდობიანი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, საბჭოთა ჯარისკაცი _ 8,8 მლნ (მათ შორის, ათი ათასობით ქართველი). აშშ-მა 405 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, დიდმა ბრიტანეთმა _ 286 ათასი, საფრანგეთმა _ 253 ათასი. მეორე მსოფლიო ომში სულ 46,7 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ჯარისკაცი კი _24,4 მლნ (დაიჭრა 37,4 მლნ.).

სამწუხაროა, რომ საქართველოში ფესვები მყარად გაიდგა სხვისი ნათქვამის (პროპაგანდის) შეუმოწმებლად დაჯერებამ და გამეორებამ, წიგნის უარყოფამ, შედეგად, უვიცობამ, გაუნათლებლობამ… არადა, სწორედ გაუნათლებლობის გამოა ის, რაც დღეს გვჭირს _ სიდუხჭირე, უმუშევრობა, უცხოელებისადმი მონური მორჩილება, მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულება, ქართული ფასეულობების დაკნინება-უარყოფა და ე.წ. დასავლური ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა. ქართველი ერი მხოლოდ “დაგუგვლითა” და ინგლისურის ცოდნით წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს და ვერც თავისუფალი იქნება. ქვეყანას განათლებული და სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდები სჭირდება და არა ისეთი, როგორიც არის დიმიტრი ბიძინაშვილი.

თუმცა, ის ხომ ჯეჯელავასნაირი მინისტრების მიერ ”რეფორმირებული” განათლების სისტემის პროდუქტია.

ანუ MADE IN ჯეჯელავა!

ნიკა კორინთელი

ცნობისთვის: სტალინის პირად ბიბლიოთეკაში 20 ათასამდე წიგნი ინახებოდა. სტალინს უბრალოდ კითხვა კი არ უყვარდა, არამედ რეგულარულად მუშაობდა წიგნზე, რასაც ადასტურებს წიგნების არშიებზე გაკეთებული უამრავი მინაწერი. როგორც სტალინის ჩანაწერებიდან ირკვევა, მის ბიბლიოთეკაში წიგნები ასე იყო კლასიფიცირებული: ფილოსოფია; ფსიქოლოგია; სოციოლოგია; პოლიტეკონომია; ფინანსები; მრეწველობა; სოფლის მეურნეობა; კოოპერაცია; რუსეთის ისტორია; საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორია; დიპლომატია; საგარეო და საშინაო ვაჭრობა; სამხედრო საქმე; ეროვნული საკითხი; ყრილობები და კონფერენციები; მუშათა მდგომარეობა; გლეხების მდგომარეობა; პროფკავშირები; ბელეტრისტიკა, მხატვრული კრიტიკა; პოლიტიკური ჟურნალები, საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ჟურნალები; სხვადასხვა ლექსიკონი, მემუარები. გრძელი ჩამონათვალის ბოლოს მიწერილი აქვს _ “ანტირელიგიური მაკულატურა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here