Home ახალი ამბები მაჩალიკაშვილი: იმედგაცრუებული დავრჩი, ვაპირებ სტრასბურგის სასამართლოს მივმართო

მაჩალიკაშვილი: იმედგაცრუებული დავრჩი, ვაპირებ სტრასბურგის სასამართლოს მივმართო

812

 

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის მთავარ პროკურორთან , ირაკლი შოთაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებიულია.

როგორც მან ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში აღნიშნა, სიმართლის დასადგენად აპირებს სტრასბურგის სასამაღტლოს მიმართოს.

“მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვიხმარ იმისთვის, რომ თემირლანის სიმართლე დადგინდეს. თანამდებობის პირებისგანაც რამდენადაც შევძლებ მოვითხოვ, რომ შემახვედრონ, რომ მათთან ვილაპარაკო და შეკითხვები დავუსვა. ჩემი საბოლოო ბრძოლა ისევ ამ ერთ საკითხზე გაჩერდება, რომ ევროპულ სასამართლოში გავიტანო ჩემი შვილის საქმე”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთელი ჩეჩნური დიასპორა ევროპიდან და მის ფარგლებს გარედან ურეკავს, ნახევარი საქართველო და მთელი პანკისის ხეობა ეუბნება, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღოს და საბოლოოდ ალბათ ასეც მოიქცევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here