Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკომ უკრაინა ბელარუსის ხელისუფლების დასამხობად ძალოვანი რაზმების შექმნაში დაადანაშაულა

ლუკაშენკომ უკრაინა ბელარუსის ხელისუფლების დასამხობად ძალოვანი რაზმების შექმნაში დაადანაშაულა

91

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში ქმნიან ძალოვან ქვედანაყოფებს ბელარუსში ხელისუფლების დასამხობად, _ იუწყება strana.best.

ლუკაშენკომ გაიხსენა, როგორ გაათავისუფლეს 1945 წელს წითელი არმიის შემადგენლობაში მყოფმა ბელარუსებმა პოლონეთი ფაშიზმისგან, ახლა კი ამ ტერიტორიებზე ბელარუსის ხელისუფლების დამხობას გეგმავენ.

“უკრაინაში დღეს ქმნიან ძალოვან ქვედანაყოფებს ბელარუსში ხელისუფლების დასამხობად და ჩვენს დასაბრუნებლად, სულ ცოტა, 1939 წელში”, _ თქვა ლუკაშენკომ.

ცნობილია, რომ 1939 წლამდე ბელარუსის  დასავლეთი ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა სამხედრო სწავლება 24 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. სულ კი სწავლების ხანგრძლივობა 21 დღეს შეადგენს.

ცოტა ხნის წინათ ლუკაშენკომ უკრაინის ხელმძღვანელებს უწოდა “ნაციკები”, რომლებიც ეწევიან, ყნოსავენ, სვამენ, შემდეგ კი ტელეეკრანებიდან წკმუტუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულებს. სასამართლომ საქმის ყველა ფიგურანტი დამნაშავედ ცნო და მათ 2,5-დან 11 წლამდე აღუკვეთა თავისუფლება.

ლუკა მაისურაძე

https://strana.news/news/407991-aleksandr-lukashenko-obvinil-ukrainu-v-podhotovke-sverzhenija-vlasti-v-belarusi-.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here