Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკო: რუსი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან როგორც ერთიანი არმია

ლუკაშენკო: რუსი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან როგორც ერთიანი არმია

46
ლუკაშენკო: რუსი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები იწვრთნებიან როგორც ერთიანი არმია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები რესპუბლიკის ტერიტორიაზე იწვრთნებიან როგორც ერთიანი არმია, რათა შეძლონ ნებისმიერი აგრესიის მოგერიება.

ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მხარე სერიოზულად მიუდგა რუსეთისა და ბელარუსის ჯარების რეგიონალური დაჯგუფების განლაგებას.

„აქ არავინ განსხვავდება: ჩვენ დღეს ვემზადებით როგორც ერთი დაჯგუფება, ერთიანი არმია“, – ციტირებს მის სიტყვებს „ბელტა“.

8 ნოემბერს, რუსმა სამხედროებმა ჯარების რეგიონული დაჯგუფებიდან საბრძოლო მომზადების გაკვეთილები ჩაატარეს ბელარუსის სასწავლო პოლიგონებზე.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ჯარების რეგიონალური დაჯგუფების განლაგება ადეკვატური პასუხია ნატო-ს ქმედებებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here