Home ახალი ამბები მსოფლიო ლიეტუვა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტს  შეწყვეტს

ლიეტუვა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტს  შეწყვეტს

122

კალინინგრადის გუბერნატორ ანტონ ალიხანოვის განცხადებით, “ლიეტუვის რკინიგზამ კალინინგრადის რკინიგზას აუწყა, რომ წყვეტს ტრანზიტის გატარებას კალინინგრადიდან და კალინინგრადში. ალიხანოვის  აზრით, ეს არის უხეში დარღვევა ევროკავშირში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შესვლის შესახებ პროტოკოლისა და თავისუფალი ტრანზიტის წესებისა, რომლებიც ევროკავშირისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ვალდებულება იყო. ლიეტუვის ამჟამინდელი გადაწყვეტილება კი კალინინგრადის ოლქის ეკონომიკურად დახრჩობის მცდელობაა.

“ევროკავშირის, რუსეთისა და ლიეტუვის 2000-2003 წლების ერთობლივი გადაწყვეტილების პაკეტით გარანტირებულია რუსული ტვირთებისა და რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტი კალინინგრადის ოლქში და პირიქით.

თუ ბრიუსელი და ვილნიუსი ვერაგულად არღვევენ მათ მიერვე 2003 წელს ხელმოწერილი შეთანხმებების პაკეტს კალინინგრადის მიმართულებით ტრანზიტის შესახებ, მაშინ ევროკავშირი  უნდა  მიხვდეს თავისი სუიციდური გადაწყვეტილების შედეგებს აღმოსავლეთის საზღვრის ლეგიტიმურობის მიმართ”, _ განაცხადა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here