მთავარი მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: ლიბერალიზმმა თავისი დრო მოჭამა! დონალდ ტრამპი: პუტინი მართალს ამბობს

ვლადიმერ პუტინი: ლიბერალიზმმა თავისი დრო მოჭამა! დონალდ ტრამპი: პუტინი მართალს ამბობს

2113
გააზიარეთ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ინტერვიუებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუებიდან და განცხადებებიდან. 

ვლადიმერ პუტინი ბრიტანულ გაზეთ “ფაინენშელ თაიმსის”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში:

“…არის თანამედროვე ე.წ. ლიბერალური იდეა, რომელმაც, ჩემი აზრით, თავისი მოჭამა საბოლოოდ. თვით ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც კი აღიარებენ, რომ მისი ზოგიერთი ელემენტი არარეალურია _ მულტიკულტურიზმი, მაგალითად. აი, როცა მიგრაციული პრობლემები დაიწყო, ბევრმა აღიარა, რომ ეს (ლიბერალური მიდგომები _ რედ.) არ მუშაობს და საჭიროა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გაიხსენონ. ეს ლიბერალური იდეა გულისხმობს, თვალის დახუჭვას ყველაფერზე. მოკალი, ძარცვე, აუპატიურე – შეგიძლია, შენ ხომ მიგრანტი ხარ, უფლებები გაქვს… რისი უფლება?! დანაშაული ჩაიდინე? კეთილი ინებე და პასუხიც აგე! ამიტომაა, რომ ამ იდეამ თავისი ამოწურა და ის წინააღმდეგობაში მოვიდა ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებთან”.

* ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლგბტ-თემის შესახებ დასმული კითხვას ასე უპასუხა:

“მათ არაფერს არ ვერჩით, იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ, მაგრამ ზოგიერთი რამ ჩვენთვის მეტისმეტად გვეჩვენება. ბავშვებს რაც შეეხება, ათასი რაღაც მოიგონეს, ხუთი თუ ექვსი სქესი, ამისი გამოთქმაც კი არ შემიძლია, არ ვიცი, რას ნიშნავს ყოველივე ეს. ჩვენ ავკრძალეთ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის. მოდი, ვაცალოთ ბავშვებს, გაიზარდონ, ჩამოყალიბდნენ ზრდასრულ ადამიანებად და მერე თვითონ გადაწყვეტენ, რა უნდათ და როგორ უნდათ”.

ამ განცხადებებით პუტინმა თქვა ის, რისი თქმაც დასავლეთში ბევრ რიგით ადამიანს უნდა, მაგრამ ვერ ბედავს სამსახურის, საზოგადოებრივი რეპუტაციის თუ სულაც ციხეში მოხვედრის შიშით. პუტინის ამ სიტყვების შემდეგ ასეულობით მილიონ ადამიანს მსოფლიოში ჰყავს პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს იმას, რისი თქმაც მათ ქვეყნებში არ შეიძლება, რომელიც იცავს ტრადიციულ ფასეულობებს, იმ ფასეულობებს, რომლებიც ლიბერალურ დასავლეთში აკრძალულია აგერ უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. კონსერვატიულად განწყობილი დასავლელი ობივატელი რწმუნდება, რომ, რაკი პუტინი აკრძალულ სიმართლეს ლაპარაკობს, მაშასადამე იქ, სადაც პუტინია, არის თავისუფლებაც.

ბრიტანული გაზეთი “გარდიანი” შეშფოთებით წერს, რომ “პუტინიზმი” შეიძლება კაცობრიობის მომავლად იქცეს. გამოცემის ვერსიით, “პუტინიზმის” იდეოლოგიამ უკვე გაიმარჯვა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, იტალია, უნგრეთი და თურქეთიც კი.

ისღა დაგვრჩენია, აღვნიშნოთ, რომ ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემა სულაც არ მოუგონია ვლადიმერ პუტინს, ის მხოლოდ ატარებს ცხოვრებაში ამ მიდგომებს. ამაშია სწორედ მსოფლიოში მისი პოპულარობის საიდუმლო.

დონალდ ტრამპი ცდილობს, არ ჩამორჩეს პუტინს ლიბერალიზმის კრიტიკაში. როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს ლიბერალიზმის პუტინისეულ შეფასებაზე, ტრამპმა ფრიად მოიწონა ეს შეფასება და ლიბერალიზმის უვარგისობის დასტურად მაგალითები მოიყვანა აშშ-ის სინამდვილიდან. “შეხედეთ, რა ხდება ლოს-ანჯელესში, რა ხდება სან-ფრანცისკოში, ზოგიერთ სხვა ქალაქში, თავგამოდებული ლიბერალები რომ უდგანან სათავეში”, _ თქვა ტრამპმა.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ, მაგალითად, ლოს-ანჯელესში ტიფი გაჩნდა, ვირთხები კი იქაური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. სან-ფრანცისკოს ცენტრი, ადგილობრივი ჟურნალისტების შეფასებით, საზოგადოებრივი ტუალეტი უფროა, ხოლო ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა-ეპიდემიოლოგმა ტელაარხ NBჩ-ის ეთერში განაცხადა, რომ სან-ფრანცისკოს ზოგიერთი რაიონი ინდოეთისა და ბრაზილიის ჯურღმულებზე უარესია. სხვა “სისუფთავეებთან” ერთად, ამ ქალაქში ყველგან მოგხვდებათ თვალში ნახმარი ერთჯერადი შპრიცების გროვები, რომლებსაც ადგილობრივი ულტრალიბერალი ხელისუფალნი უფასოდ ურიგებენ იქ სასათბურე პირობების საძიებლად ჩასულ ათასი ჯურის ნარკომანს.

მოამზადა გიორგი გავაშელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here