Home ახალი ამბები მსოფლიო ლიბერალიზმი მოქმედებაში _ “პოგრომები” პორტლენდში

ლიბერალიზმი მოქმედებაში _ “პოგრომები” პორტლენდში

736

ანტიფაშისტური მოძრაობა “ანტიფას” რამდენიმე ათასმა აქტივისტმა დაიკავეს ქალაქ პორტლენდის ცენტრალური ქუჩები, მაღაზიების ვიტრინებს დაუშინეს ქვები და ბოთლები, დაწვეს ავტომანქანები. პორტლენდის მერმა ტიმ ვილერმა, რომელიც ლიბერალური დემოკრატი და “ანტიფას” თვითგამოცხადებული მომხრეა, პოლიციას უბრძანა, არ უპასუხოს “ანტიფისტების” გამოხდომებს. 

აქტივისტები თავს დაესხნენ დემონსტრაციაზე მყოფ ჟურნალისტებს. ყველაზე მეტი მოხვდა ბლოგერ ენდი ნგოს, რომელსაც ცემენტით სავსე ბოთლით თავი გაუტეხეს. ასე შეეცადა “ანტიფა”, სოლიდარობა გამოეხატა ოკეანისგაღმელი თანამოაზრეებისთვის.

ბოლო ხანს ბრიტანელ აქტივისტებს შორის პოპულარულია რძის კოქტეილების სროლა ბრექსიტის მომხრეებისთვის. ცემენტით სავსე ბოთლები სიმბოლურად გამოხატავდა ამ კოქტეილებს, მაგრამ გაცილებით უხეში ფორმით.

აშშ-ის ლიბერალური პრესა, ჩვეულებისამებრ, შეეცადა პორტლენდში მომხდარი არეულობის მიჩუმათებას. ზოგიერთებმა თავს ძალა დაატანეს და საყვედური გამოთქვეს. მათმა კოლეგებმა კი პირიქით _ პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრეს _ “ანტიფას” თავდასხმა მათ მიერ იყო პროვოცირებულიო.

მოამზადა გიორგი გავაშელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here