Home ახალი ამბები საქართველო ლევან ჩაჩუა: “არ არის გამორიცხული, დავითგარეჯის თემის გააქტიურება სომხური ლობის ჩარევით აზერბაიჯანის...

ლევან ჩაჩუა: “არ არის გამორიცხული, დავითგარეჯის თემის გააქტიურება სომხური ლობის ჩარევით აზერბაიჯანის გაღიზიანების მიზნით ხდებოდეს “

“სომხები ცდილობენ, ჩაგვითრიონ კონფლიქტში, _ მიწას მხოლოდ მე კი არ მართმევს აზერბაიჯანი, თქვენც წაგართვათ”

252

მოვიდა სააკაშვილი და თქვა, მოწმენდილ ცაზე მეხივით დაგვეცა, რომ მან გადაწყვიტა ეს 27 ოქტომბერს და გარეჯის ტერიტორიის ერთი ნაწილი გადაუფორმა, გადაულოცა აზერბაიჯანს. ეს თვითონ თქვა და ამაზე მეტი აღიარება, ამაზე მეტი ჩვენება არ შეიძლება“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

როცა ვამბობდით, რომ იყო ღალატი და ტერიტორიების გაყიდვა, ეს ფაქტია და სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს საუბარი. მათი ქმედება სამართლებრივად როგორ კვალიფიცირდება, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ტერიტორიები მოღალატეობრივად გასხვისდა, რაც სამართლებრივად დასტურდება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოში 5 სექტემბერს გამართულ პროცესზე გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა, კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე მანანა აღაპიშვილმა განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას დანაშაულის ჩადენა შესთავაზა.

რატომ წამოწია  ხელისუფლებამ დავითგარეჯის თემა?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზექართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა გვესაუბრება.

_ დავითგარეჯის საქმეზე კვლევა და გამოძიება ყოველთვის მიმდინარეობდა, ახლა აღმოაჩინეს ახალი მოწმე, რომელიც ადასტურებს ნატალია ილიჩოვას დანაშაულს, რომელიც თურმე მალავდა რაღაც ფატქებს და გადაწყვეტილებებსაც ფარულად იღებდა.

დავითგარეჯის თემა პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. ამ თემით “ოცნება” წინასაარჩევნოდ იწყებს ხოლმე საუბარს. გახსოვთ წინა არჩევნების ჩამთავრების შემდეგ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლეს. ახლა, როგორც ჩანს, მიმდინარე პოლიტიკური ბატალიების პირობებში კვლავ დაიწყეს ვაჭრობა _ თუ ბევრსგაახურებენნაცები ივანიშვილის სანქცირებაზე, მაშინ სააკაშვილს დედას ვუტირებთ, გარეჯის გასხვისების მუხლს დავუმატებთ და გავასამართლებთ

მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ გარეჯი გაიყიდა “სოკარიდან” შემოსულ შავ ფულზე _ 800 მილიონზე. ეს თანხა იდო და “ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ხელს არ ჰკიდებდა. ალიევი ეუბნებოდა, ფული წაეღოთ… ორი წლის შემდეგ “ოცნებამ” მოჰკიდა ამ ფულს ხელი და წამოიღო. მათ ძვირი დაუჯდათ არჩევნები, 2016 წელს ეს ფული ხელისუფლებამ გამოიყენა. როგორც კიოცნებამწამოიღო ალიევისგან ფული, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მაშინვე დადგნენ ჩიჩხიტურის მხარეს და აღარ შეუშვეს ქართველები.

მკითხველს ახსოვს ჩვენი აქციები, ჩვენ ჩავდიოდით გარეჯში, ვცდილობდით, ეკლესიის მსახურებთან ერთად გვეთქვა, რომ არ დავთმობდით ამ ტერიტორიებს, აქციები მოვაწყვეთ აზერბაიჯანის საელჩოსთან და იქაც ვთქვით, რომ რა გარიგებაც უნდა იყოს ორ სახელმწიფოს შორის, ქართველი ხალხი არასოდეს დათმობს 6 ათასი ქართველი ბერის სისხლით გაპოხილ მიწას, მონასტერს, აღდგომის ტაძარს იმხანად ეს ყველაფერი ელჩის მოადგილეს ვუთხარით და მას დავაბარეთ, გადაეცა თავისი ხელისუფლებისთვის ჩვენი სიტყვები, მაგრამ გაირკვა, რომ მიწა გაყიდულია ნაცების მიერ, “ოცნებამკი საბოლოოდ გააფორმა გაყიდვის აქტი.

შემდეგ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა დიდძალი ფული გადაიხადა, რათა გარეჯის გაყიდული მიწების რუკები საჯარო გამხდარიყო, რუკები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელათ გაყიდვისას. შედეგად, დააპატიმრეს დამნაშავეები _ ილიჩოვა და მელაშვილი. ბიზნესმენი, რომელმაც ეს რუკები გამოაჩინა და გამოგზავნა, იყო რუსეთში მოღვაწე დავით იაკობაშვილი და ეს ყველასთვის ცნობილია.

გარეჯის თემა პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როდესაც პოლიტიკური ვითარება იძაბება, მერე ისევ მიჩუმდებიან. ახლა ამ თემის წამოწევა, ვფიქრობ,  ივანიშვილის სანქციებს უკავშირდება. ამდენი ხნის შემდეგ გამოაჩინეს ახალი მოწმე…  “ოცნების” დეპუტატები ახალი ამბავივით გვამცნობენ ინფორმაციას და ამბობენ, რომ სააკაშვილს მიწის გასხვისების საქმეზე და სამშობლოს ღალატისთვის ბრალი დაუმძიმდება…

_ თქვენ ასე ფიქრობთ, მაგრამ არ უშვებთ იმას, რომ გარეჯის თემა აზერბაიჯანის გააქტიურებას უკავშირდება? აზერბაიჯანი ხომ სომხეთთან ახალ კონფლიქტში ჩაერთო

_ სომხურ ლობს, რომელიც მსოფლიოში უძლიერესია, ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზეც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხური ლობი ძალიან აქტიურობდა საქართველოში ამერიკის მიმართულებით. 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ცუდი ხდება, პირდაპირ უკავშირდება ამერიკის კონგრესში მყოფ სომხურ ლობს. არ არის გამორიცხული, გარეჯის თემის გააქტიურება სომხური ლობის ჩარევით ხდებოდეს აზერბაიჯანის გაღიზიანების მიზნით. სომხები ცდილობენ, ჩაგვითრიონ კონფლიქტში, _ მიწას მხოლოდ მე კი არ მართმევს აზერბაიჯანი, თქვენც წაგართვათ!

დავითგარეჯის თემა განსახილველია გეოპოლიტიკურ კონტექსტში. დასავლეთს ოდითგანვე სურდა, რომ კავკასიაში ცხელი წერტილები გაეჩინა რუსეთისთვის. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ: დასავლეთი პირდაპირ ვერ უცხადებს ომს რუსეთს, მაგრამ მისი დასუსტების მიზნით გამუდმებით ცდილობს გარშემო ცხელი წერტილების შექმნას. ერთერთი ასეთი შემთხვევა უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის ომში ჩართვაა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალ კონფლიქტზე პირველი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა, საფრანგეთის პარლამენტის დიდი ნაწილი სომხებითაა დაკომპლექტებული. ასე რომ, გამორიცხული არაფერია…

ფრანგებს სომხებმა ისეთი გადაწყვეტილებაც კი მიაღებინეს, რომ, თუ საფრანგეთის მოქალაქე იტყვის, სომხების გენოციდი არ მომხდარაო, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობენ…

დავითგარეჯის თემის ამოწევა ორ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ: ერთი _ თუკი მოხდება ივანიშვილის სანქცირება და საკითხი შორს წავა, სააკაშვილს დაარტყამენ; და მეორე _ გეოპოლიტიკური ფონი, კავკასიაში ვითარების არევა. სომხური ლობი შეეცდება, ჩვენ და აზერბაიჯანელები დაგვაპირისპირონ…

_ როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, ძალიან სერიოზული ვითარებაა და დიდი ყურადღება გვმართებს

_ უკიდურესაც დაძაბული ვითარებაა. ის, რაც სომხებს დაემართათ, მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტებისა და ორმაგი თამაშების ბრალია, ვირეშმაკობა არავის გასვლია: იქით ამერიკასთან თამაში, აქეთ _ რუსეთთან… ორი ბატონის მსახურება არ გამოდის. ფაშინიანმა ამერიკასთან დაიწყო კეკლუცი, რუსეთის ბაზების გასვლა მოითხოვეს თავიანთი ტერიტორიიდან და ეგრევე დაკარგეს მიწები, ახლა რუსებისგან ითხოვს დახმარებას, მაგრამ რუსებმა უარი უთხრეს, თუმცა, რუსეთი კავკასიას არ არევს და არც ხელიდან გაუშვებს.

სომხების ეს მაგალითი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, ორმაგი თამაში არავის გამოადგა და არც ჩვენ გამოგვადგება.

შევხედოთ ალიევის ქმედებებს, მის ჭკვიანურ ნაბიჯებს. ის არ შეუშინდა “რუსეთუმეს” სახელს და ჩავიდა რუსეთში, რუსეთის პრეზიდენტთან გააფორმა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო ხელშეკრულებაც. ეს ხდება იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანს რეგიონში ჰყავს უძლიერესი მხარდამჭერი თურქეთის სახით. ეს არ გააკეთა ფაშინიანმა, არ გააკეთა სააკაშვილმა და თამაშობს ეს ხელისუფლებაც, ამან, შესაძლოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here