საფრანგეთში კაცმა ცოლი ლიანდაგს “სკოჩით” მიაბა. ქალის დაღუპვის შემდეგ კი თავი მოიკლა.
ეს მოხდა ერ და ლუარის დეპარტამენტში 12 ივნისს, ღამით, გამჟღავნდა კი მხოლოდ ახლა.
პოლიციელებმა აღმოაჩინეს ქალის სხეულის ფრაგმენტები. იქვე მამაკაცის გვამიც იპოვეს. ლიანდაგთან მეუღლეების მანქანა იდგა. დადგინდა დაღუპულების ვინაობა: ისინი იყვნენ 34 წლის ემილი და 37 წლის გიიომი, ორი წლის წინათ დაქორწინებული წყვილი. ჰყავდათ ერთი საერთო შვილი და სამი _ სხვადასხვა ქორწინებიდან.
გამოცემა იტყობინება, რომ კაცი სამი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო და დეპრესიას განიცდიდა. 12 ივნისს დაურეკა ნათესავებს და სთხოვა, მიეხედათ ბავშვებისთვის.
გამოძიება მკვლელობის მოტივებს ადგენს.