Home სხვადასხვა დაიჯესტი Le Figaro: ფრანგმა სენატორმა შეაფასა რუსული არმია და დაასკვნა _ მოსკოვთან დიალოგია...

Le Figaro: ფრანგმა სენატორმა შეაფასა რუსული არმია და დაასკვნა _ მოსკოვთან დიალოგია საჭირო

566
სედრიკ პერენი

ფრანგმა სენატორმა სედრიკ პერენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც აღწერა რუსეთის არსენალი და მისი მოდერნიზაციის პროცესი, _ წერს გამოცემა Le Figaro. ამასთანავე, სენატორმა პერენმა დაასკვნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, რა რეალური მიზნები აქვს მოსკოვს და გამართონ მასთან დიალოგი.

რუსეთმა თავისი ბირთვული შეიარაღება განაახლა, განალაგა ახალი რაკეტები, ამიტომ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების წინ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში _ კეი ბეილი ჰატჩინსონმა ყველას შეახსენეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობის აზრი რუსეთისა და მისი გავლენის შეკავებაა. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი სიტყვები გაისმის ნატოს მომავლის შესახებაც, გამოდის, რომ ალიანსის მოწინააღმდეგე კვლავაც ძველი რჩება, როგორც ეს იყო სსრკ-ის პერიოდში, _ აღნიშნავს Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

Le Figaro: ფრანგმა სენატორმა შეაფასა რუსული არმია და დაასკვნა _ მოსკოვთან დიალოგია საჭირო

დასავლელი სამხედროები აკვირდებიან რუსეთის სამხედრო გადაიარაღებას. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთს ჰყავს ახალი ატომური წყალქვეშა ნავები და ისინი რეგულარულად გადიან სწავლებას, რომლებიც წარმოაჩენენ მის შესაძლებლობებს, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ისინი ამაგრებენ თავიანთ ბაზას ტარტუსში, აგრეთვე, არქტიკაში. რუსეთი გამუდმებით მანევრირებს ჰაერში მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან, აგრეთვე, კოსმოსში.

ფრანგმა სენატორმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც თითქმის მთლიანად არის აღწერილი რუსეთის არსენალი. კოსმოსური პოტენციალი. ჰიპერბგერითი, აგრეთვე, ბირთვულქობინიანი რაკეტების შექმნისა და განლაგების გარდა, მოსკოვი ავითარებს ელექტრონული ომისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს, რათა გაანეიტრალოს მოწინააღმდეგის უპირატესობა დაზვერვისა და თვალთვალის საკითხებში.

მოსკოვმა 2008 წელს დაიწყო თავისი შეიარაღების ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია, რადგან ჩათვალა, რომ მის სასიცოცხლო ინტერესებს დაემუქრნენ. ამასთანავე, ფრანგი სენატორის აზრით, თუ ფარულ და თანმდევ ხარჯებსაც გავითვალისწინებთ. რუსეთის რეალური დანახარჯები თავდაცვაზე წელიწადში არის არა 60 მლრდ დოლარი, არამედ 200 მლრდ.

“ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსეთთან _ ანტირუსულ პარანოიას აშშ ხშირად წინასწარგანზრახვით უწყობს ხელს, რუსეთთან აუცილებელია საუბარი”. ფრანგი სენატორი ალიანსის წევრ ქვეყნებს ურჩევს, რუსეთთან ერთად გადაწყვიტონ ტერორისტული საფრთხეები, პრობლემები და მოთოკონ თურქეთის ამბიციები, _ წერს Le Figaro.

russianrt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here