Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარი არც კი შეიძლება

ლავროვი: ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარი არც კი შეიძლება

მან დასძინა, რომ დასავლეთი ყველაფერს წყვეტს უკრაინისთვის უკრაინის გარეშე

76
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება ამ დროისთვის გამორიცხულია.

„ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარი არც კი შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ მან საკანონმდებლო დონეზე აკრძალა მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან“, – განმარტა მან ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 2022 წლის მარტიდან რუსულმა მხარემ მხარი დაუჭირა უკრაინის თხოვნას მოლაპარაკებების შესახებ და სიტუაციის მოგვარების პროექტს.

– მაგრამ უკრაინას “ხელში ჩაარტყეს” და უთხრეს: “ჯერ ადრეა!”. და, მას შემდეგ, დასავლეთის წარმომადგენლებიც მუდმივად ამბობენ, რომ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მათი თქმით, აუცილებელია უკრაინას მეტი იარაღი გადასცენ. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იარაღი უკრაინისთვის – მშვიდობის გზაა. მთელი ეს დასავლური ლაპარაკი, რომ ისინი მზად არიან, ყველაფერი ბოროტისგანაა“, – თქვა მან.

ამასთან, ლავროვმა დასძინა, რომ დასავლეთი ყველაფერს წყვეტს უკრაინისთვის უკრაინის გარეშე.

– ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ დასავლეთის ქვეყნების ნებისმიერ სერიოზულ წინადადებას. მაგრამ ჩვენ ისინი ჯერ არ გვინახავს. და, რა თქმა უნდა, დასავლეთის დედაქალაქებში გვესმის „არა ერთი სიტყვა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“. ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან დასავლეთი ყველაფერს წყვეტს უკრაინის მაგივრად. წყვეტს დასავლეთი, უკრაინის გარეშე, უკრაინის მაგივრად. ახლა კი ამბობენ – კიდევ უფრო მეტი იარაღია საჭოროო, – განაცხადა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე ლავროვი აცხადებდა, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს მოუთხოვია მოლაპარაკებები, მაგრამ „ყოველთვის აცხადებდა, რომ თუ ვინმეს აქვს პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარების ინტერესი, მზად არიან მოუსმინონ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here