Home ახალი ამბები მსოფლიო კვლავ ორიანი: ანკარაში ვიზიტისას ბერბოკი ჩავუშოღლუს დაუპირისპირდა

კვლავ ორიანი: ანკარაში ვიზიტისას ბერბოკი ჩავუშოღლუს დაუპირისპირდა

180

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თურქეთში ვიზიტმა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა _ მან საჯაროდ იკამათა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან, _ წერს eadaily.com ევროპულ მედიაზე დაყრდნობით.

სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბერბოკმა თურქეთს მოუწოდა, შეესრულებინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი ოსმან კავალის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

“რამდენი მსგავსი ვერდიქტი არ არის შესრულებული სხვა ქვეყნებში? თქვენ ახლახან იმყოფებოდით საბერძნეთში და არ გაგხსენებიათ ასეთი ვერდიქტები. რატომ წამოჭერით ოსმან კავალის საკითხი? იმიტომ, რომ თქვენ მას თურქეთის წინააღმდეგ იყენებდით, თქვენ მას აფინანსებდით. ჩვენ ვიცით, როგორ აფინანსებდით პარკ გეზის მოვლენებს, როგორ უჭერდით მას მხარს”, _ გაღიზიანებით უპასუხა თურქმა მინისტრმა ბერბოკს.

საბოლოოდ, ორივე მხარე უკმაყოფილო დაშორდა ერთმანეთს.

“აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის რეპუტაცია თავიდანვე დაცინვის საგანი იყო. გერმანული გამოცემა Die Welf-ის მკითხველებმა მწვავედ გააკრიტიკეს ბერბოკი რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების _ ვლადიმერ პუტინის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და იბრაჰიმ რაისის _ ერთობლივ ფოტოზე მკვეთრი რეაქციის გამო.

გერმანელებმა ბერბოკს გაუნათლებელი და სულელი უწოდეს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here