Home ახალი ამბები კვირიკაშვილი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი, ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს

კვირიკაშვილი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი, ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს

1074
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს სამინისტროს მიერ მომზადებულ, საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. შსს მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. ეს სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას. მე დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების და მოქალაქეების დაცულობის კუთხით, მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას.

მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მთლიანობაში მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული. ამ მიმართულებით ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილიემ, ნათია მეზვირიშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

უწყების ცნობით, ცვლილებებით სასჯელი მკაცრდება ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here