Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში კუ-კლუს-კლანელი ავტომანქანით შეიჭრა საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეთა რიგებში

აშშ-ში კუ-კლუს-კლანელი ავტომანქანით შეიჭრა საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეთა რიგებში

922

ვირჯინიის შტატის ჰენრაიკოს ოლქის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალად წაუყენა საპროტესტო მიტინგის დროს ადამიანების ჯგუფში წინასწარგანზრახვით შეჭრა. დაკავებული ჰარი როჯერსი კუ-კლუკს-კლანელთა ლიდერი აღმოჩნდა. 

პოლიციის აზრით, ბრალდებული საჭეს მიუჯდა და წინასწარგანზრახვით შეიჭრა ადამიანების ჯგუფში, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ რასიზმის წინააღმდეგ გამართულ მიტინგში მონაწილეობისთვის. მანქანასის დაჯახების გამო დაშავდა ერთი ადამიანი. მას მედიკოსებმა ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. როჯერსი პოლიციის უბანში მიიყვანეს და მთელი რიგი ბრალდებებისა წაუყენეს: თავდასხმა ჯანმრთელობის შერყევის გზით, ბოროტგანზრახვით თავდასხმა, ასევე, ვანდალიზმი. 36 წლის მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

“კიდევ კარგი, რომ მსხვერპლის ჭრილობები სერიოზული არ აღმოჩნდა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა საზიზღრობაა, ჩვენ კვლავაც დავსჯით კანონის მთელი სიმკაცრით მსგავსი ქმედების ჩამდენს”, _ განუცხადა ტელეარხ “360”-ს პროკურორმა შენონ ტეილორმა.

პროკურორის ცნობით, როჯერსის კუ-კლუკს-კლანელობა დადგინდა მისი პირადი აღიარებით, ასევე, მისი აქაუნტების შესწავლით სოციალურ ქსელებში. ამჟამად წყდება მისთვის ბრალდების წაყენების საკითხი ფორმულირებით _ დანაშაულის ჩადენა სიძულვილის ნიადაგზე.

მსგავსი ინციდენტი მოხდა სიეტლშიც. იქ მამაკაცი დემონსტრანტებში მანქანით შეიჭრა, შემდეგ კი გაისროლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here