Home ახალი ამბები მსოფლიო „კრემლზე კიევის თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას”

„კრემლზე კიევის თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას”

ტელეგრამარხიРоссийская Газета | Новостиრუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, ციტატებს აქვეყნებს კრემლზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ:

* უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების კრემლზე თავდასხმაზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. მოსკოვმა იცის, რომ კიევი დარტყმის საშუალებებსაც და მიზნებსაც ვაშინგტონის კარნახით ირჩევს და რუსული სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კიევი მონაწილეობდა კრემლზე თავდასხმაში;

 * მოსკოვი განიხილავს პასუხის „სხვადასხვა“ ვარიანტს კრემლზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების  თავდასხმაზე;

* მომხდარი ინციდენტის შემდეგ კრემლში ვითარება ჩვეულებრივია, ყველა თავის ადგილზე მუშაობს;

* კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ პუტინის გამოსვლა ან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ იგეგმება;

* დრონების ინციდენტის შემდეგ კრემლში უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება;

* კრემლზე დრონების  თავდასხმის შემდეგ სპეცოპერაციის მიზნები და ამოცანები არ იცვლება;

* პუტინის გეგმებში არ შედის კონტაქტები უცხოელ ლიდერებთან კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ. ყველაზე ახლო კონტაქტი მოსკოვში ყირგიზეთის ლიდერთან იქნება;

* კრემლი ელოდება ყირგიზეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს, ემზადება ამისთვის;

* კრემლს არ გაუკეთებია კომენტარი კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ ზელენსკის გამოცხადების თაობაზე;

* კრემლზე კიევის თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, აშშ-ის მცდელობები, უარყოს კრემლზე  უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა, სასაცილოა;

* მნიშვნელოვანია, რომ კრემლზე თავდასხმაში ჩართულმა ვაშინგტონმა გააცნობიეროს კონფლიქტში ასეთი პირდაპირი ჩართვის საფრთხე;

* 5 მაისს პუტინი გამართავს ტრადიციულ ოპერატიულ შეხვედრას უშიშროების საბჭოსთან, რომელიც შეიძლება შეეხოს კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმის თემას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                  

https://tgstat.ru/channel/@rgrunews/75644

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here