Home ახალი ამბები მსოფლიო კომპიუტერული ტექნოლოგიები რუსეთის წინააღმდეგ

კომპიუტერული ტექნოლოგიები რუსეთის წინააღმდეგ

78

მულტიმილიარდერმა ერიკ შმიდტმა, Google ერთერთმა შემქმნელმა (ამჟამად აშშის მთავრობის კონსულტანტი ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებში), ისაუბრა, როგორ ეფექტიანად იყენებს უკრაინა თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს რუსეთის წინააღმდეგ.

* ამერიკული ღრუბლოვანი სერვისები. ომის დასაწყისში უკრაინის IT-ინფრასტრუქტურის მედეგობაში საკვანძო როლი ითამაშა გადაწყვეტილებამ ამერიკული “ღრუბლოვანი” ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. შმიდტის თქმით, ერთ დღეს უკრაინაში ჩაატარეს პარლამენტის სხდომა და შეცვალეს კანონი. ამან გააჩინა სამთავრობო რესურსებიდან ყველა მონაცემის კიევში “ღრუბელში” გადატანის შესაძლებლობა.

* თანამგზავრული კავშირი Starlink. ილონ მასკის ქმედებამ, რომელმაც უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომი გახადა სისტემა Starlink-ი, კიბერშეტევებისგან დაიცვა, როგორც მოსახლეობა, ისე უკრაინელი სამხედროები. Google-ის ყოფილი ხელმძღვანელის მონაცემებით, უკრაინამ მიიღო მოწყობილობის 20 ათასი კომპლექტი, რომლებიც “სამხედროებს დაეხმარა მტრის ობიექტების კოორდინატების მოპოვებაში”.

* მობილური აპლიკაციები. მაგალითად, პოპულარული აპლიკაცია “Дiя”-ს სახელმწიფო სერვისების მისაღებად დაემატა ფუნქცია “ელექტრონული მტერი”, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, შეეტყობინებინა დაბომბვის შედეგად გამოწვეული ზარალის ან რუსეთის ჯარების აღმოჩენის შესახებ.

* მესინჯერები. შვეიცარული დაშიფრული აპლიკაცია Threema საშუალებას იძლეოდა, ინფორმაცია ანონიმურად გაეგზავნათ სამხედროებისთვის. შმიდტის თქმით, უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად იღებდნენ ათასობით ასეთ ინფორმაციას და მათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფილტრავდნენ.

ამასთანავე, შმიტს არაფერი უთქვამს Google-ს როლის შესახებ. ზოგიერთი ექსპერტი კი ვარაუდობს, რომ Google-ს იყენებენ, სულ ცოტა, თვალთვალისთვის, თანაც WhatsApp-თან ერთად.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here