Home ახალი ამბები კიევში Вести-ს რედაქციაში სამართალდამცველები შევიდნენ

კიევში Вести-ს რედაქციაში სამართალდამცველები შევიდნენ

818

კიევში ბიზნეს ცენტრ „გულივერში“, სადაც Вести -ს გაზეთის, საიტის და რადიოს რედაქციებია, ეროვნული პოლიციისა და სამხედრო პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია Вести -ს მთავარმა რედაქტორმა ოქსანა ომელჩენკომ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„დაიწყო! დილის 6 საათისთვის „გულივერს“ ალყა შემოარტყეს, „სასიამოვნო“ ადამიანები ამოდიან. რადიოდან კოლეგები გვამცნობენ, რომ ისეთი ხმაურია, გეგონება ყველაფერს ამტვრევენ. საიტზე ონლაინ ტრანსლირებას დავიწყებთ. სწორედ დღეს ვამზადებდით გასაშვებად ეროვნულ სააგენტოსა და მის მეგობრებთან დაკავშირებული მასალის მეორე ნაწილს.“,- დაწერა ომელჩენკომ.

მისი თქმით, ჰოლდინგის ადვოკატები გააძევეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here