Home სხვადასხვა დაიჯესტი კიევში გაიხსნა კაფე შიშველი ოფიციანტებით

კიევში გაიხსნა კაფე შიშველი ოფიციანტებით

1943

კიევში გახსნეს ე.წ. არტკაფე, რომელშიც კლიენტებს ემსახურებიან პრაქტიკულად შიშველი ოფიციანტი გოგონები. 

გარემო კაფეში მესამეხარისხოვანი ბორდელის დონეზეა: წითელი კედლები დამშვენებულია ბილწი შინაარსის ნახატებით, მუსიკა შესაფერისია, კერძების სახელწოდებებიც კი ამ “დაწესებულების” საერთო თემატიკას სრულად უპასუხებს.

ჯერჯერობით დაკვეთილ კერძებს მხოლოდ შიშველი ლამაზმანები მიართმევენ კლიენტებს. მოგვიანებით კიეველებს შიშველი კაცების მომსახურებას ჰპირდებიან. კვირის გარკვეულ დღეებში კაფეში სექსოლოგებს იწვევენ. კლიენტებს მათთან თავიანთი პრობლემების განხილვა შეეძლებათ. ამ შეთავაზებით აპირებენ კაფეს პატრონები იქ არსებული გარყვნილების ატმოსფეროს გაკეთილშობილებას.

1 COMMENT

  1. კიევმა მალე შეიძლება ევროპას გაუსწროს გახრწნილობით,თუ რათქმაუნდა ასე გაგრძელდა როგორც დღეს არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here