Home ახალი ამბები მსოფლიო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი კისელიოვი: კიევმა არტიომოვსკის მახლობლად დაღუპულთა ორგანოებით ვაჭრობა დაიწყო

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი კისელიოვი: კიევმა არტიომოვსკის მახლობლად დაღუპულთა ორგანოებით ვაჭრობა დაიწყო

106
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი კისელიოვი: კიევმა არტიომოვსკის მახლობლად დაღუპულთა ორგანოებით ვაჭრობა დაიწყო

არტიომოვსკის მიდამოებში, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელი მებრძოლების მხარეს დასავლელი „შავი ტრანსპლანტოლოგები“ შენიშნეს, – განაცხადა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლიციის პოლკოვნიკმა ვიტალი კისელიოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ეტაპზე განიცდიან „კოლოსალურ დანაკარგებს“, აღნიშნა მან, რითაც ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე ევროპელებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ.

„არტიომოვსკის რაიონში სამი კვირის წინ ჩავიდნენ ცნობილი ელიზაბეტ დებრუ, ჯონ უესლი და ჰენრი როსელფელდი. მათ (2014 წელს დონბასისთვის ბრძოლების დროს, – რედ.) „სახელი გაითქვეს“ როგორც შავმა ტრანსპლანტოლოგებმა“, – განმარტა კისელიოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

მანამდე, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინელი მებრძოლები არტიომოვსკში ყოველდღიურად კარგავენ ჯარისკაცების დაახლოებით ბატალიონს, ასე რომ, „შავმა ტრანსპლანტოლოგებმა“ არ გაუშვა ხელიდან ფულის გამომუშავების შესაძლებლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here