Home ახალი ამბები საქართველო ჯეიმს კლევერლი – ვაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან...

ჯეიმს კლევერლი – ვაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში

53

ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კლევერლის თქმით, ძლიერი და ერთიანი ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

„ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს გულუხვ და პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებას, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ოჯახები რუსული აგრესიის გამო. უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის და 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here