Home ახალი ამბები მსოფლიო ისრაელი დაბნეულია მოსკოვიდან წამოსული “შერეული სიგნალების გამო”, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირება არ სურს

ისრაელი დაბნეულია მოსკოვიდან წამოსული “შერეული სიგნალების გამო”, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირება არ სურს

151

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა 26 ივლისს შეიტყო, რომ მისი ქვეყანა რუსეთიდან დაძაბულობის გრადუსის შემცირებას ცდილობს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ებრაული სააგენტოს (“სოხნუთიდაკავებულია ისრაელში რეპატრიაციით, რეპატრიანტების დახმარებით) გარშემო განვითარდა, _ იუწყება გაზეთი The Times of Israel.

ისრაელის ახალი ამბების არხის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც ებრაულ სააგენტოს 2018-2021 წლებში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ “ეს საკითხი მის გულთან ახლოსაა”, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მისი საჯარო ხსენება მინიმუმამდე შემცირდება.

“მე ვთანამშრომლობ პრემიერმინისტრ იაირ ლაპიდთან, დავეხმარები ყველგან, სადაც შევძლებ”, _ თქვა ჰერცოგმა რომელიც 25 ივლისს შეხვდა ლიპიდს. “ზოგიერთ რამეზე, სჯობს, არ ვილაპარაკოთ”, _ მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, “რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ ამაზე, მით უკეთესი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სათანადოდ გადავწყვიტოთ პრობლემა”. შემდეგ ისრაელის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და მის როლზე გლობალური მასშტაბით.

“რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სცენარი და განმარტება იმისა, რატომ მოხდა ასე, შეიძლება უამრავი იყოს. მოდი, ვიფიქროთ ამ საკითხზე. და, რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ ამაზე და მეტს გავაკეთებთ, მით უკეთესი ჩვენთვის”. მიუხედავად პრეზიდენტის ცერემონიული როლისა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში, ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ გამოიყენა ჰერცოგის დიპლომატიური უნარები, _ აღნიშნავს გამოცემა.

ისრაელის ინგლისურენოვან გამოცემაში, ამასთანავე, ნათქვამია, რომ რუსეთი გზავნის შერეულ სიგნალებს: “კრემლმა კამათს სუფთა იურიდიული საკითხი უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ისრაელი მოსკოვის მიმართ არაკონსტრუქციულ და მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა.

კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, პირით განაცხადა, რომ რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვა იურიდიული საკითხია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი 26 ივლისს ისრაელი არაკონსტრუქციულ საქციელში დაადანაშაულა”, _ დაიჩივლა The Times of Israel-მა.

“ისრაელის პრემიერმინისტრმა იაირ ლაპიდმა საგარეო პოლიტიკურ უწყებას დაავალა, მოამზადოს “პოლიტიკური ზომები” იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალება “სოხნუთის” მოღვაწეობა”, _ დაწერა გაზეთმა Israel Hayom-მა. გამოცემის ცნობით, რუსეთს აქამდე არ შეუთანხმებია ვიზები ისრაელის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებიც მოსკოვში მოლაპარაკებებზე უნდა ჩავიდნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მთავარმა სამმართველომ დედაქალაქის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის ებრაული სააგენტო “სოხნუთის” შესახებ. სასამართლო 28 ივლისს გაიმართება. სარჩელი დაკავშირებულია ორგანიზაციის მიერ თავისი საქმიანობისას რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასთან.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here