ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა ენდოს არავინ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო ISNA.
აშშ-ზე საუბრისას ხამენეიმ ციტირება მოიყვანა ისლამური რევოლუციის ლიდერის იმამ ხომეინის სიტყვების, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა ეს არის – “ეშმაკის მოციქული”.
“ახლა – სამი ათეული წლის შემდეგ- ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერი აღიარებს იმ ფაქტს, მართლაც არ შეიძლება ამერიკას ვენდოთ”,- დასძინა ხამენეიმ.