Home ახალი ამბები მსოფლიო ისლამური ბანკინგი რუსეთში

ისლამური ბანკინგი რუსეთში

82

რუსეთში შეიძლება დაკანონდეს ისლამური ბანკინგი, რომელიც პროცენტულ შემოსავლებს არ ითვალისწინებს. ამით დაკავდებიან ახალი სახის არასაკრედიტო საფინანსო ორგანიზაციები _ პარტნიორული დაფინანსების ორგანიზაციები. მათი რეგულატორი იქნება ცენტრალური ბანკი, რომელიც შეიმუშავებს აღნიშნული კომპანიების რეესტრს და დააწესებს კონტროლს.

პარტნიორული დაფინანსების ორგანიზაციებს შეეძლებათ სახსრების მოზიდვა მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისგან და მათი დაბანდება ისლამური ნორმების შესაბამისად პარტნიორულ საწყისებზე შემუშავებულ პროექტებში, რაც ნდობაგამოცხადებულ მართვას ჰგავს. რუსეთის ცენტრალური ბანკი მზად არის ინოვაციისთვის, მაგრამ სურს, ჯერ განსაზღვრულ რეგიონებში გამოსცადოს.

ისლამური კანონების მიხედვით, აკრძალულია ფულის გასესხება პროცენტებით, ამიტომ ბანკებს, ისევე, როგორც ნებისმიერ საკრედიტო ორგანიზაციას, მათი სტანდარტული პროდუქტებით არ შეუძლიათ მომსახურების გაწევა ისლამური ბანკინგისადმი. ასეთი მომსახურების გაწევას შეძლებენ რუსეთის  ცენტრალური ბანკის რეესტრში შესული სპეციალური სახეობის არასაკრედიტო ორგანიზაციები.

2023-2025 წლებში ისლამური ბანკინგი სატესტო რეჟიმში იმუშავებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, აგრეთვე, თათრეთში, ბაშკორტოსტანსა  და დაღესტანში.

ლუკა მაისურაძე

https://news.mail.ru/economics/52164061/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here