Home ახალი ამბები მსოფლიო ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანი  ერთობლივ ფლოტს ქმნიან

ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანი  ერთობლივ ფლოტს ქმნიან

ყატარის საინფორმაციო საიტი Al-Jadid-ი  წერს:  დიალოგი ირანს, საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ომანს შორის სპარსეთის ყურეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩინეთის მხარდაჭერით დაიწყო.  სპარსეთის ყურეში დამკვირვებლები, რომლებიც საუბრობენ აშშ-ისგან მომდინარე საფრთხეზე  ზღვაოსნობასა  და ტვირთების გადაზიდვაში, აცხადებენ, რომ აშშ-ის ქმედებებმა  შეიძლება საზღვაო უსაფრთხოებაში არასტაბილურობა გამოიწვიოს, – იუწყება ინტერნეტგვერდი news-front.info.

შეგახსენებთ, რომ ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ ქანაანიმ აშშ  ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. დიპლომატის მტკიცებით, შეერთებული შტატები დაუსაბუთებლად “აპატიმრებს“ ირანული ნავთობის პარტიებს,  ისლამური რესპუბლიკის მსგავსი ქმედებებისას კი  ვაშინგტონი თეირანს “არაკანონიერ ქმედებებში” ადანაშაულებს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

news-front.info                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here