Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან,...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი

90

წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს იგივე ფული რომ მიეღო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასაცილოა ეს. წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს იგივე ფული რომ მიეღო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რას გააკეთებდნენ ისინი. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი არიან ყალბი ადამიანები და ეს სიყალბე ბოლშევიკებისთვისაც იყო დამახასიათებელი. 100 წლის თავზე ამ ადამიანებში – სააკაშვილში, ხოშტარიაში, გვარამიაში – ბოლშევიკების რეინკარნაცია მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here