Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: ოლივერ ვარჰეი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია,...

ირაკლი კობახიძე: ოლივერ ვარჰეი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია, პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით

47

გუშინ დავინახეთ, რომ გამოვიდა ევროკომისარი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ადამიანი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ვერც მოითმინეს, მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით. მათ აქვთ ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი, რომ სარგებელი ნახონ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს 12 რეკომენდაციის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს“, – აცხადებს კობახიძე.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here