Home სხვადასხვა დაიჯესტი Independent: ვაშინგტონს ასადის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აინტერესებს, ვიდრე “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება

Independent: ვაშინგტონს ასადის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აინტერესებს, ვიდრე “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება

ვერტმფრენი

სირიის მთავრობა მოსკოვისა და თეირანის მხარდაჭერით ნამდვილად ებრძვისისლამურ სახელმწიფოს”, _ მიიჩნევს The independentის კორესპონდენტი რობერტ ფისკი. ამავე დროს ვაშინგტონი და მისი მომხრეები მეტი ხალისით ბომბავენ ასადის ჯარებს, ვიდრე ტერორისტების პოზიციებს.

სირიის კონფლიქტის რუკა ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ სამთავრობო ჯარები მოსკოვისა და “ჰეზბოლას” დახმარებით “ისლამურ სახელმწიფოსა” და მის მოკავშირეებზე სისტემატურად რომ იმარჯვებენ, მყარ ტენდენციად რჩება”, _ წერს independent-ის კორესპონდენტი.

ამასთანავე, აშშ “უხეშად ზრდის” სირიაში ირანის ძალების მონაცემებს. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ეს სრულად უპასუხებს საუდის არაბეთისა და ამერიკის წარმოდგენას თეირანის “კოშმარული ექსპანსიის” შესახებ. ასეა თუ არა, ასადის რეჟიმის წარმატება აშკარად აშფოთებს ვაშინგტონსა და მის ქურთ მოკავშირეებს, აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ჟურნალისტი ცდილობს, გაარკვიოს, ბოლოსდაბოლოს ნამდვილად ვინ ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს”. მოსკოვი ფრთიან რაკეტებს ურტყამს ხალიფატს და აცხადებს, რომ შეძლო მისი სისხლისმსმელი ლიდერის _ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია. სირიის არმია რუსეთის ჯარების მხარდაჭერით ნამდვილად რომ ებრძვის ისლამისტებს, ფრისკიმ საკუთარი თვალით ნახა.

ამერიკა რას აკეთებს? _ ჯერ შეუტევს ჰოლმსის მახლობლად მდებარე სამთავრობო ავიაბაზას, შემდეგ _ დამასკოს მოკავშირეებს ატ-ტანფასთან, დაბოლოს, ჩამოაგდებს სირიის ავიაგამანადგურებელს. “იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი გატაცებით ცდილობს, დაარტყას ასადსა და მის ირანელ მოკავშირეებს და არა “ისლამურ სახელმწიფოს”.

ფრისკის თქმით, ეს ყველაფერი საუდის არაბეთის პოლიტიკის ანარეკლია და, შესაძლოა, ამასვე ისახავს მიზნად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ისრაელი ბომბავდა სირიის ჯარებს, “ჰეზბოლასა” და ირანელებს, მაგრამ არასოდეს _ “ისლამურ სახელმწიფოს”.

ნიშანდობლივია, რომ დასავლეთს ყველაზე მეტად აღაშფოთებს ქიმიური იარაღის გამოყენება (“რაშიც იგი, რა თქმა უნდა, ადანაშაულებს ასადს”), ვიდრე სირიისა და ერაყის ოკუპირებული რაიონების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ხალიფატის ბარბაროსული დამოკიდებულება. ამერიკელები ირწმუნებიან, რომ ისლამისტების განადგურება სურთ, მაგრამ დამასკოს არმიაზე მათი მუდმივი შეტევები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

“ნუთუ ვაშინგტონს მხოლოდ ის უნდა, რომ გახლიჩოს სირია და აქციოს იგი ქმედუუნარო სახელმწიფოდ? შეძლებს კი, წარმატება მიაღწიოს დღევანდელ პირობებში, როცა რუსეთი იმუქრება, რომ ჩამოაგდებს აშშ-ის საჰაერო ხომალდებს, თუ ამერიკელები კვლავ შეუტევენ სირიის თვითმფრინავებს?” _ წერს რობერტ ფისკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here