ამერიკელი მეწარმის, ინჟინერისა და მილიარდერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებას – კასეტური საბრძოლო მასალები მიაწოდოს უკრაინას, უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ–არხი „Такер Карлсон“-ი.
მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ „ყოველთვის გმობდა ყველას, როგორც ბოროტს“, ვინც საომარ მოქმედებებში კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებდა.
„ბედს უყვარს ირონია, მაგრამ სძულს ფარისევლობა”, – დაწერა მილიარდერმა სოციალურ ქსელში.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ