Home სხვადასხვა დაიჯესტი იდუმალი ჩონჩხი პაპის ნუნციატურაში

იდუმალი ჩონჩხი პაპის ნუნციატურაში

867
იდუმალი ჩონჩხი

ნუნციატურის _ რომში ვატიკანის დიპლომატიური მისიის _ ერთერთი ოთახის სარემონტო სამუშაოების შესრულებისას მუშებმა ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. იტალიის პროკურატურა მის კრიმინალურ ექსპერტიზას ატარებს.

ნეშტი, სავარაუდოდ, უნდა ეკუთვნოდეს ემანუელა ორლანდის _ ვატიკანში მოღვაწე პირის ქალიშვილსა და პაპის ქალაქი-სახელმწიფოს ქვეშევრდომს, რომელიც 15 წლისა უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1983 წელს.

ემანუელას გაუჩინარებისთანავე გამოითქვა ვარაუდი, რომ ის მძევლად აიყვანეს მეხმედ ალი აგჯას მომხრეებმა. ალი აგჯას 1981 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს რომის პაპზე, იოანე პავლე II-ზე, თავდასხმის გამო. გოგონას გაუჩინარებაზე იმხანად პასუხისმგებლობა არავის დაუკისრებია და ნეშტიც არავის უპოვია.

ემანუელა ორლანდის ბედი ყველაზე დიდი გამოცანაა იტალიის ისტორიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here