Home ახალი ამბები მსოფლიო Huffington Post: კანადის სენატორს _ პასტორს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი

Huffington Post: კანადის სენატორს _ პასტორს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი

1022
დონ მერედიტი

სენატორ დონ მერედიტის, რომელიც შეთავსებით ორმოციანელთა ეკლესიის პასტორია, მისი ოფისის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა ბრალი დასდო სექსუალურ ძალადობაში სამუშაო ადგილზე, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ეთიკის საკითხების სენატის კომისიამ ამ კონფლიქტის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მერედიტის უზნეო საქციელის შესახებ მრავალი წერილი მიიღო.

ამ პოლიტიკოსის უზნეობის გამო გახმაურებული პირველი სკანდალი 2010 წელს ატყდა, 2015 წელს კი ეთიკის საკითხების კომისიამ პირველი გამოძიება ჩაატარა. სენატორი თავის თანამდებობაზე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მარტში იგი დამნაშავედ ცნეს ეთიკური ნორმების დარღვევაში 16 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო. ეს ფაქტი კანადის პარლამენტში ყველაზე გახმაურებულ სკანდალურ შემთხვევად მიიჩნიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here