მუსულიმებმა შვედეთში აღმოაჩინეს, რომ H&M-ის ადგილობრივ მაღაზიებში, წინდები იყიდება, რომელიც შეურაცხმყოფელია მუსლიმური სამყაროსთვის.
წინდებზე გამოსახულია პატარა კაცი, რომელსაც პერფერატორი უჭირავს ხელში, თუმცა ერთი შეხედვით უწყინარ ფოტოზე, როგორც მაჰმადიანი აქტივისტები ამბობენ, სურათს თუ თავდაღმა გადმოვაბრუნებთ, დავინახავთ არაბული წარწერის გამოსახულებას, რომელიც ძალიან ჰგავს სიტყვა “ალლაჰს“.
მაღაზიამ სავაჭრო ქსელის გაყიდვიდან წინდები ამოიღო და აცხადებენ, რომ ეს იყო „მსგავსება მხოლოდ და მხოლოდ, სუფთა დამთხვევაა“.
შეგახსენებთ, რომ კომპანია H&M მანამდე რასისტულ სკანდალში, საბავშვო რეკლამის გამო გაეხვა.