Home ახალი ამბები მსოფლიო ჰამბურგის სენატორმა მოქალაქეებს მოუწოდა, მოემზადონ გათბობისა და ცხელი წყლის ნორმირებული მიწოდებისთვის

ჰამბურგის სენატორმა მოქალაქეებს მოუწოდა, მოემზადონ გათბობისა და ცხელი წყლის ნორმირებული მიწოდებისთვის

გერმანია გაცილებით მძიმე ენერგეტიკულ კრიზისშია, ვიდრე ბევრს ჰგონია, _ განაცხადა გარემოს დაცვის საკითხებში ჰამბურგის სენატორმა იენს კერსტანმა Hamburger Abendblattისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სენატორის თქმით, არ შეიძლება მრეწველობის ზოგიერთი დარგის გაჩერება, რადგან მათი აღჭურვილობა მწყობრიდან გამოვა, ამიტომ  ჰამბურგის მცხოვრებლები უნდა მოემზადონ ბუნებრივი აირის ნორმირებული მიწოდებისათვის და შეეგუონ იმ აზრს, რომ ზამთარში ცხელ წყალს მხოლოდ გარკვეულ საათებში მიიღებენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here