Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: არ არიან უკრაინაში წასული მებრძოლები გმირები, არც ავღანეთში ნამყოფი სამხედროები...

გულბაათ რცხილაძე: არ არიან უკრაინაში წასული მებრძოლები გმირები, არც ავღანეთში ნამყოფი სამხედროები არიან გმირები. არც ერთ მათგანს სამშობლოსთვის არ უბრძოლია, არც დავითგარეჯის საზღვარი დაუცავს და აფხაზეთსა და შიდა ქართლში არც ერთი მეტრით არ წაწეულა წინ

“გიორგი ვაშაძემ ფეხზე წამოაყენა ეს მთავრობა და ვიღაც “ქოცი”, ფეხზე ადგომა რომ უნდოდა, სხვა “ქოცებს” უყურებდა: მე რომ ავდგე, ვაითუ ისინი არ ადგნენო. საცოდაობა იყო ამის ყურება”

18 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ეწვია ინტერპელაციის წესით _ დეპუტატების მიერ წინასწარ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს მოუწოდა, ფეხზე ამდგარიყვნენ და უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. „მინდა, პირველ რიგში, პატივი მივაგო იმ გმირებს, რომლებიც ჩვენი სახელით დღეს იბრძვიან უკრაინაში. მადლობა პატრიოტიზმისთვის. მსურს, ფეხზე ადგომით პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, რომლებმაც უკრაინაში თავი შესწირეს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რის შემდეგაც დეპუტატები ფეხზე წამოდგნენ.

ბუნებრივია, ფეხზე წამოდგნენ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრებიც, რომლებსაც უკრაინის მთავრობის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვთ (არც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი სწყალობს ჩვენს მთავრობას _ ..),  მეტიც, მტრად თვლიან, _ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ფეხზე წამოდგნენ დეპუტატები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიანჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოდან ადამიანები ოფიციალურად არ მიდიან საომრად და ჩვენს ქვეყანაში მოხალისეებისთვის პუნქტები გახსნილი არ არისმაშ, რატომ წამოდგნენ დეპუტატები ფეხზე? რას ნიშნავს ეს სოლიდარობა? რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება?

 “საქართველო და მსოფლიოს” “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება:

_ პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში მისი სხვა გამოსვლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა _ ოპოზიციის მიმართ შემტევი სტილი, დასავლეთში ინტეგრაციის წყურვილის დადასტურება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ტრაბახი და ეს ყველაფერი სარკის წინ საათობით ნავარჯიშევი ხელების ქნევით, თუმცა ამ “სიკეთეებს” ერთიც დაემატა.

ერთი-ც, აქცენტი სწორედ “ც”-ზეა, ვინაიდან პრემიერმა, ვგონებ, პირველად გამოხატა თავისი მაღალი შეფასება უკრაინაში საქართველოდან წასული დაქირავებული “ბოევიკების” მიმართ. “ისინიც გმირები არიან, რადგან თავს წირავენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის კანტურითა და ხელების ცახცახით. ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც საშინელი სტატისტიკა გაასაჯაროა _ 500 ქართველი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა ამერიკის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში ავღანეთსა და სხვა რეგიონებში. ზოგმა კიდური დაკარგა და ზოგმა კიდევ სხვა სახის ინვალიდობა მიიღო. “მათ ნებაყოფლობით გაწირეს თავიო”, – გაგვანდო და დაგვამადლა.

პრემიერისგან მიჩვეული ვართ, რომ ყველას, ვისი საქციელიც მოეწონება, “გმირს” უწოდებს. მაგალითად, ღარიბაშვილს არაერთხელ უთქვამს: “ჩვენი გმირი პოლიციელები”, “გმირი მეხანძრეები”, “გმირი ექიმები” და ა.შ. თუმცა იმ კონტექსტში საგმირო არაფერი ყოფილა, ყველა მათგანი თავის მოვალეობას ასრულებდა, რაც თავისთავად არ არის გმირობა; პრემიერი კი მათ “გმირებს” უწოდებს იმ მიზნით, რომ ამა თუ იმ სფეროს _ პოლიცია, მედიცინა, ჯარი _ წარმომადგენლების გული მოიგოს, ე.ი. ელექტორატში გაიმყაროს პოზიციები.

პრემიერს “ავიწყდება”, ამდენი ადამიანი რატომ მიდის “გმირად” სხვის ომში – ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ ღარიბაშვილისგან შეფასება სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ გავერანებულ, უცხოტომელთა სათარეშოდ ქცეულ საქართველოში სხვა პერსპექტივა არ აქვთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლების დიდი უმეტესობა სამუშაოდ (წესიერები) ან საქურდბაცაცოდ (უწესოები) მიდიან საზღვარგარეთ; ქალბატონები, შესაბამისად – სამუშაოდ (წესიერები) ან კიდევ სხვა რამისთვის (უწესოები). ნაწილიც, მამაკაცები, ზოგი ქალიც, როგორც ვთქვით, სხვის ომში ტყვიის გასასროლად მიდის……ეს არის “ოცნებისა” და მათი წინამორბედი ხელისუფლებების, ე.წ. დამოუკიდებელი საქართველოს შედეგი.

უცხოელი “პიარმენეჯერების” მიერ დაყენებული ჟესტიკულაცია ვერ შეცვლის ამას. სინდისი უნდა იქონიონ და აზროვნების უნარი.

ახლა ასო-ბგერა “ც”-ს რაც შეეხება: არ არიან უკრაინაში წასული მებრძოლები არანაირი გმირები, არც ავღანეთში ნამყოფი სამხედროები არიან გმირები. არც ერთ მათგანს სამშობლოსთვის არ უბრძოლია, არც დავითგარეჯის საზღვარი დაუცავს და აფხაზეთსა და შიდა ქართლში არც ერთი მეტრით არ წაწეულა წინ. სამაგიეროდ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იარაღს ბოლოს თქვენ შემოგიბრუნებენ, თქვენ მიერ შესხმული ხოტბის მიუხედავად, მერე თქვენგმირობასადავინახავთ, ბატონო ირაკლი!

_ ბატონ პრემიერს მხოლოდ ამ საკითხზე არ უსაუბრია, არასამთავრობოების საკითხსაც შეეხო, ღალატზე აკეთებდა აქცენტს. პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ არასამთავრობოების დაფინანსების გასაკონტროლებლად კანონია მისაღები

_ მე სხვა ინიციატივით შემოვდივარ ქართულ პოლიტიკაში: გაუქმდეს “ნაციონალური მოძრაობა” და გაუქმდეს “ქართული ოცნება”, როგორც ორი დამნაშავე პარტია. ეს იქნება პროგრესული კანონი. პირველი უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ დამნაშავეა, გამსხვისებელია ქართული ტერიტორიებისა შიდა ქართლში; მეორე პარტიამ კი, ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანად გაასხვისა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნახევარი. ასე რომ, სანამ არასამთავრობოებს მიადგებიან, დაისაჯონ მთავრობები და შემდეგ არასამთავრობოები.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იღებს თავის თავზე დანაშაულს, აგვიხსნან, რატომ და როგორ მოხვდა თათარი იქ და როგორ გამოიქცნენ ქართველები დავითგარეჯიდან… ამაზე პასუხისმგებელი, წესითა და კანონით, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიდევ ვიღაცაა…

_ ეს საკითხი პარლამენტში პრემიერის გამოსვლისას არავის უხსენებია

_ არ უხსენებიათ, ვიცი, და ახლა მე ვამბობ. სამწუხაროა, რომ მათი დღის წესრიგით მივდივართ, რაღაცას წამოაყრანტალებენ და მერე მიდის ამის განხილვა საზოგადოების უუნარობისა და იმპოტენციის გამო. საზოგადოება თვითონ უნდა წამოწევდეს ხოლმე საჭირბოროტო საკითხებს და დემაგოგებსა და გარეწრებს არ უნდა ჰყვებოდეს თამაშში.

_ ინტერპელაცია საჭიროა, საერთოდ? _ მარაზმს დაემსგავსა პრემიერის გამოსვლა პარლამენტში _ არც არაფერი ითქვა და არც არაფერი მოხდა

_ ასეთი შეხვედრა კარგია იმისთვის, რომ გავიგოთ, დავინახოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ერთი ბოროტი ძალა მართავს ქვეყანას, რომლის სისტემის ცვლილებაც კიდევ რამდენიმე წელიწადში ვერ და არ მოხდება. აქ საჭიროა სხვა რაღაც და რა არის საჭირო, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან ამ ქვეყანაში პრობლემები არსებობს…

გიორგი ვაშაძემ ფეხზე წამოაყენა ეს მთავრობა და ვიღაც “ქოცი”, ფეხზე ადგომა რომ უნდოდა, სხვა “ქოცებს” უყურებდა: მე რომ ავდგე, ვაითუ ისინი არ ადგნენო. საცოდაობა იყო ამის ყურება, საცოდაობაა ეს ხელისუფლება-მთავრობა…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here