Home ახალი ამბები საქართველო გორბაჩოვის უკვდავება

გორბაჩოვის უკვდავება

ნეკროლოგი საქართველოდან. პირსისხლიანი დასავლეთის შემზარავი ქშენა

621

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა.

მიხეილ გორბაჩოვისაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უკანასკნელი გენერალური მდივანი, რომელმაც ბოლოს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი დაირქვა დაკაცობრიობის ისტორიაში პირველი სოციალისტური სახელმწიფო დაანგრია.

არ ვიცი, ერკვეოდა თუ არა იგი იმ სახელმწიფოს ფილოსოფიურ-სოციოლოგიურ საფუძვლებში, რომლის ნგრევასაც ასე გულმოდგინედ შეუდგა იმ წუთიდანვე, რომელ წუთსაც მართვის სადავეები ხელთ იგდო. არც ის ვიცი, იცოდა თუ არა მან, ადამიანთა  თაობები რამდენი ათასწლეულის განმავლობში ოცნებობდნენ და ისწრაფვოდნენ ცხოვრების სამართლიან მოწყობაზე, სადაც ადამიანს ადამიანის, კლასს კლასის ჩაგვრის საშუალება არ ექნებოდა; სადაც საზოგადოების მამოძრავებელი ძალა მოგების მიღების მტაცებლური სურვილი კი არა, ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილების კეთილშობილური იდეა იქნებოდა; სადაც შრომა ექსპლოატაციის მარწუხებისგან გათავისუფლდებოდა და ადამიანის დამთრგუნავი ფაქტორიდან შემოქმედებით ფაქტორად იქცეოდა; სადაც ადამიანი ნაციონალურ ნაჭუჭში ჩაკეტილ არსებად კი არ დარჩებოდა, რომელიც სხვათა მიუღებლობიდან სხვათა სიძულვილის მიმართულებით იმოძრავებდა, არამედ ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით ივლიდა და იდეალად მრავალფეროვან, მაგრამ ჰარმონიულ მსოფლიო თანაცხოვრებას დაისახავდა.

ალბათ, არ იცოდა, რადგან უზარმაზარი სახელმწიფოს მმართველისთვის აუცილებელი სიბრძნის, ღრმა ერუდიციისა და მაღალი ინტელექტის ნაცვლად, ქარაფშუტულ სიმსუბუქესა და მიუტევებელ ზედაპირულობას ავლენდა, ომელი, პირველ რიგში, დასავლური ცხოვრების წესით გულისამრევ პროვინციულ აღტაცებაში გამოიხატებოდა.

ასე იყო თუ ისე, მან ირგვლივ თავი მოუყარა ფილოსოფიური განათლების დეფიციტის სინდრომით შეპყრობილ პოლიტიკოსებს ბორის ელცინს, ალექსანდრე იაკოვლევს, ედუარდ შევარდნაძეს, რომლებმაც იდეოლოგიური, საგარეო და საშინაო მიმართულებებით საბოლოოდ მოურყიეს საფუძველი ქვეყანას.  ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისთვის საფუძვლების მორყევა სტალინის გარდაცვალების წუთიდანვე იყო დაწყებული. დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაგეგმილი ძირგამომთხრელი საქმიანობა 90-იანი წლების დასაწყისში წარმატებით დაგვირგვინდასაბჭოთა კავშირი ყველანაირი სამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმების უგულებელყოფით, საერთაშორისო მშვიდობისთვის უდიდესი რისკის შექმნით ქაოურად დაანგრიეს, რასაც მსოფლიოში არანაკლები სისხლი და ცრემლი მოჰყვა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომს. დიდი სისხლი და ცრემლი მხოლოდ სახელმწიფოს დაშლის შედეგად არ დამდგარა, თვითონ პროცესი, რომელსაც გორბაჩოვი “გარდაქმნას”, “პლურალიზმსა” და “ახალ აზროვნებას” უწოდებდა, ძალადობრივი, სისხლიანი და ტრაგიკული იყო.

იმ ბინძური ჩანაფიქრის გამო, რომ უაღრესად ინტერნაციონალურ სახელმწიფოში ერთა შორის შუღლი, უნდობლობა და სიძულვილი გაეღვივებინათ, თბილისში 9 აპრილის უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს, ომლის არათუ რეალური სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, თითიდან გამოწოვილი საბაბიც კი ძნელი მოსაძებნი იყო. ანალოგიური რამ გაიმეორეს აზერბაიჯანში, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში, რითაც რესპუბლიკები ცენტრს, ხალხები კი ხალხებს დაუპირისპირეს. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება ყოვლად შეუძლებელი იყო. მით უფრო შეუძლებელი იყო ვარშავის პაქტის შენარჩუნება. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკები, სოციალისტური ცხოვრების წესიდან კაპიტალისტურ ცხოვრების წესში, ანუ მთელი საუკუნით მოისროლეს ისტორიის სიღრმეში. გერმანიის დემოკრატიული (სოციალისტური) რესპუბლიკა, გერმანიის გაერთიანების საბაბითა და ვითომ კეთილშობილური მიზნით გერმანიის ფედერაციულ (კაპიტალისტურ) რესპუბლიკას ჩააყლაპინეს. შედეგად, იგი ნატოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. დაიწყო ნატოს დაუსრულებელი გაფართოვება აღმოსავლეთით, ომელმაც მსოფლიოში იქამდე არსებული ძალთა თანაფარდობის რღვევა გამოიწვია და პლანეტის მოსახლეობა ახალ გლობალურ დაპირისპირებამდე მიიყვანა.

მთელი ეს ბინძური ავანტიურა მიხეილ გორბაჩოვის ხელმძღვანელობითა და ალექსანდრე იაკოვლევის, ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის მონაწილეობით განხორციელდა.

დასანანია, რომ რუსეთში დღემდე ვერ შეიქმნა ის ვითარება, რომ ისინი გაესმართლებინათ. ამ ოთხეულიდან სამმა, უკვე კარგა ხანია, სააქაოდან საიქიოში გადაინაცვლა, ანუ თავს სიკვდილით უშველა. ახლა კი მთავარი დამნაშავის ზარმაც ჩამოჰკრა და ისე გამოვიდა, რომ მათ აღარასოდეს მოუწევთ პასუხისგება იმ უპრეცედენტო დანაშაულისთვის, რომელიც ქვეყნისა და ხალხის, მომავალი თაობებისა და კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს.

რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი

დასავლეთმა გორბაჩოვს ღვაწლი დაუფასა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე ნობელის პრემია უბოძა. კაპიტალისტურ სამყაროში დღემდე არ ივიწყებენ მათ წინაშე გორბაჩოვის დამსახურებას:

*  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: “მიხეილ გორბაჩოვი იყო დაუჯერებელი ხედვის კაცი. როდესაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, ცივი ომი უკვე 40 წლის დაწყებული იყო, ხოლო კომუნიზმი კიდევ უფრო დიდხანს გრძელდებოდა, რომელსაც დამანგრეველი შედეგები ჰქონდა. რამდენიმე მაღალჩინოსანს საბჭოთა კავშირში აღმოაჩნდა ძალა, რომ ეღიარებინა გარდაქმნის აუცილებლობა. საბჭოთა ლიდერის როლში ყოფნის პერიოდში მიხეილ გორბაჩოვი პრეზიდენტ რეიგანთან ერთად მუშაობდა ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ორივე ქვეყანაში”.

* დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი: “დამწუხრებული ვარ გორბაჩოვის გარდაცვალებით. მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი იმ ვაჟკაცობითა და წესიერებით, რომელიც მან ცივი ომის მშვიდობიანად დამთავრების საქმეში გამოავლინა”.

* იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კისიდა: “მე ვთვლი, რომ როლი, რომელიც მიხეილ გორბაჩოვმა შეასრულა, განუზომლად დიდია, ამიტომ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო”.

* ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი: “მიხეილ გორბაჩოვი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე. იგი მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერი იყო, რომელმაც მსოფლიო ისე შეცვალა, როგორც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა”.

დასავლეთში არ დარჩენილა ლიდერი, რომელსაც ქებადიდებით არ შეემკო მიხეილ გორბაჩოვი და მისი ღვაწლისთვის მაღალი შეფასება არ მიეცა. რუსეთის დაუძინებელი მტერების მიერ გორბაჩოვის მოღვაწეობის ეს შეფასებებიც კი სრულიად საკმარისია მისი ვინაობისა და როლის გასააზრებლად. ეს კაცი საბჭოთა კავშირისა და მასში შემავალი რესპუბლიკების მოღალატე და მათი დაუძინებელი მტერი იყო. აქედან გამომდინარე, რუსი ხალხი და რუსეთის ხელისუფლება ამ პიროვნების მოღვაწეობას ერთმნიშვნელოვან უარყოფით შეფასებას უნდა აძლევდეს. სხვა მიდგომა სრული პოლიტიკური და ისტორიული ნონსენსი იქნება, მაგრამ… ვნახოთ, როგორია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება მიხეილ გორბაჩოვის პიროვნების მიმართ.

* რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი: “მიხეილ გორბაჩოვი იყო პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე. იგი სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა რთული, დრამატული ცვლილებების, მასშტაბური საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი გამოწვევების პერიოდში. მიხეილ გორბაჩოვს ღრმად ესმოდა, რომ რეფორმები აუცილებელი იყო. იგი ცდილობდა, მომწიფებული პრობლემების გადაწყვეტის გზები მოეძებნა”.

რუსეთის პრეზიდენტს შეიძლება დაავიწყდა მის მიერ ადრე ნათქვამი, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. პუტინს, ეს თუ არა, შესაძლებელია, ის ფაქტი დაავიწყდა, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფასაბჭოთა კავშირის დაშლა სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ამ სახელმწიფოს მიხეილ გორბაჩოვი ხელმძღვანელობდა. უფრო სავარაუდოა, რომ პუტინს არც ერთი დავიწყებია და არც მეორე. ის კი, რაც მან თქვა, მხოლოდ პოლიტიკური რევერანსია. ასეთ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვათა მთელი რიგი, რომელთა უპასუხოდ დატოვება რუსეთის საძირკველში ჩადებული იმ ნაღმების ხელუხლებლად დატოვებას ნიშნავს, რომელთა აფეთქება გარდაუვალია:

ვის წინაშე ან რისთვის კეთდება ეს გაუგებარი რევერანსი, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც კოლექტიურმა დასავლეთმა და კაპიტალისტურმა სამყარომ გადმოლახა და გამოარღვია ყველა ჯებირი, შეჭრა რუსეთში და ცდილობს მის აღგვას პირისაგან მიწისა?!

* ნუთუ რუსეთში ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული სახალხო სულისკვეთება, რათა ისტორიულ მოვლენებს საკუთარი სახელები დაერქვას?!

* ნუთუ მართლა მოსკოვამდე უნდა მივიდეს გარეშე მტერი, რომ მას მტერი უწოდონ?!

* ნუთუ რუსეთი მართლა შიგნიდან უნდა ააფეთქოს შინაურმა მტერმა, რომ მიხვდნენ, ეს დასავლეთის “მეხუთე კოლონაა” და მას ისე მოექცნენ, როგორც იმსახურებს?!

* ნუთუ რუსეთი ვერ უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ მატყუარასა და ცრუპენტელა სოლჟენიცინს ძეგლს უდგამს, დასავლურ ფაშიზმზე ძლევამოსილი გამარჯვების ორგანიზატორსა და უმაღლეს მთავარსარდალს კი “ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის” გამო ე.წ. “გოდების კედელს” უშენებს და სამარცხვინო ბოძზე აკრავს?!

* ნუთუ რუსეთი ვერ უნდა მიხვდეს, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია საკუთარ ისტორიასთან ჯერ კიდევ ხრუშჩოვის მიერ ამერიკელთა კარნახით დაწყებულმა ბრძოლამ?!

* ნუთუ რუსეთი ვერ უნდა მიხვდეს, რომ სტალინთან ბრძოლა დღეს ზუსტად ისევე ანგრევს რუსეთს, როგორც ოცდაათი წლის წინათ საბჭოთა კავშირი დაანგრია?!

* ნუთუ რუსეთი ვერ უნდა მიხვდეს, რომ რუსული კაპიტალისტური სისტემა რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს და იმუშავებს, რომ რუსეთის გადარჩენა მხოლოდ მძლავრი, პროგრესული და სამართლიანი სოციალისტური სისტემის მშენებლობაშია, რომელიც კოლექტიურმა დასავლეთმა მათი ნომრიანი აგენტის, მიხეილ გორბაჩოვის, ხელით დაანგრია?!

ნუთუ… ნუთუ… ნუთუ… აქ უამრავი შეკითხვა იყრის თავს, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს წინაშე დგას. ეს შეკითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ წამოიჭრა მთელი სიგრძე-სიგანით, რაც დასავლური წყვდიადის მთავარი მოციქული მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის გარდაქმნის შემოქმედად მოგვევლინა.

დღეს ეს კაცი აღარ არის ცოცხალთა შორის, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ბოროტება ამაყად დააბიჯებს ყველგან, სადაც დასავლურმა იდეოლოგიამ შეაღწია; სადაც ადამიანებს ერთმანეთი სძულთ; სადაც სისხლი იღვრება; სადაც ფაშიზმმა გაიღვიძა; სადაც რუსოფობია გაღვივდა, სადაც ხვალინდელი დღის შიშმა დაისადგურა; სადაც ბირთვული კატასტროფის მოლოდინი გაჩნდაესეც ერთგვარი უკვდავება და მარადიულობაა. გორბაჩოვი უკვდავია მან, სანამ პირსისხლიანი დასავლეთის ბინძურ საცეცებს ვგრძნობთ და ჩვენს ყურთასმენას მისი შემზარავი ქშენა სწვდება

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here