24 აპრილს ჩინეთმა და ინდოეთმა ჩინეთისა და ინდოეთის კორპუსების მეთაურთა დონეზე შეხვედრის მე-18 რაუნდი გამართეს. ჩინური გამოცემა Global Times-ის სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები „ასახავს ორი ქვეყნის იმედს, შეინარჩუნონ მშვიდობა სასაზღვრო რაიონებში და ადგილობრივი სტაბილურობა ფაქტობრივი კონტროლის ხაზის გასწვრივ”, – იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
უახლოეს მომავალში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის პლატფორმაზე ჩინეთისა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაა შესაძლებელი. „ორივე ქვეყანა დაინტერესებული არ არის კონფლიქტების ესკალაციით, მით უმეტეს დაპირისპირებით, ორივე ქვეყანა მიილტვის, მოიპოვოს კონტროლი საზღვრის საკითხზე“, – წერს გამოცემა.
* ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გამწვავებაში მთავარ დაინტერესებულ მხარედ Global Times აშშ-ს გამოყოფს: „ვაშინგტონი აშკარად იხრება ინდოეთისკენ, ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას და გამწვავებას“.გამოცემა მოუწოდებს ნიუ დელის, „არ მოტყუვდეს ამერიკელების ტკბილი სიტყვებით“. ცხადია, ვაშინგტონს სურს, „უკრაინული ტრიუკის“ განმეორება ინდოეთთან და მას ჩინეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტისკენ უბიძგოს, რათა, ჩვეულებისამებრ, საქმე სხვისი ხელით გააკეთოს. როგორც ჩანს, ნიუ დელისაც და პეკინსაც კარგად ესმით ეს.
* Global Times იმედოვნებს, რომ „დასავლეთის სამყაროში მწვავედ მიჩნეული პრობლემები, შესაძლოა, აღმოსავლური სიბრძნით გადაიჭრას“ და რომ „ჩინეთი და ინდოეთი ამ კუთხით ყველას მაგალითს მისცემენ“.
ჩინეთსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის გამძლეობასა და წარმატებაზე გლობალურ დასავლეთთან დაპირისპირებაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა გამოიწვევს მოსკოვი-პეკინი-ნიუ-დელის კავშირის გამყარებასა და ვაშინგტონის გეგმების კრახს ევრაზიის კონტინენტის დესტაბილიზაციას.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9280